Search
ყველა შედეგი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - ,,ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები“ გაიმართა, რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა.  

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ ბაკურაძე იყო. მან ახალგაზრდებს ლიდერობისა და თვითგანვითარების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა: “არ დაკარგოთ დრო, ნუ დაელოდებით ხვალინდელ დღეს, იპოვეთ თქვენი პერსონალური მისია და აღივსეთ მოთმინებით, რომ შეძლოთ თქვენს მიერ არჩეული გზის ღირსეულად გავლა. და პირობას გაძლევთ, რომ მთელი მსოფლიო რომ მოიაროთ, ჩვენს ქვეყანაზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვით”. 

კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე ოქსფორდისა და კანადის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო განათლების მნიშვნელობაზე.  

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო, workshop -სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასმულ კითხვებზე აქტიურობისას მიეღოთ საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა. ღონისძიებაზე გამოვლინდა რამდენიმე გამარჯვებული ახალგაზრდა, რომლებიც გაემგზავრებიან ევროპის ქვეყნებში ერასმუს + პროექტით და ასევე, დაესწრონ საქართველოში არსებულ სხვადასხვა მაღალი დონის კონფერენციებს. 

საერთაშორისო კონფერენციას 300-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. პროექტი  ,,ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები“,  სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის – „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის“  ერთ-ერთი გამარჯვებულია. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.