Search
ყველა შედეგი

კრისტალი ბიზნესპროცესებში ელექტრონულ ხელმოწერას ნერგავს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ბიზნესპროცესებში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვაზე მუშაობს. კომპანია ეტაპობრივად ქაღალდის დოკუმენტების  ამოღებასა და საქმიანობის სრულად გაციფრულებას გეგმავს.  

პროექტი ხელს შეუწყობს ქაღალდის მოხმარებისა და გარემოზე ზიანის, ასევე, მატერიალურ ხელმოწერასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების — პრინტერების, კარტრიჯების, დაარქივების, საკურიერო სერვისებისა და ა.შ. შემცირებას. ამას გარდა, ის გაზრდის თანამშრომლების დროის ოპტიმიზაციასა და სამუშაო პროცესის მოქნილობას, გაამარტივებს გარიგებებსა და დოკუმენტების ერთიან, დაცულ სივრცეში შენახვას.  

ორგანიზაციული პროცესებისა თუ მომხმარებლებისთვის სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზების დიგიტალიზაცია „კრისტალის“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამ მიზნით, კომპანია მუდმივად ნერგავს ციფრულ გადაწყვეტილებებს, რაც ხელს უწყობს მას, იყოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური  ორგანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოყენების თვალსაზრისით.  

„ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა და ციფრულ დოკუმენტბრუნვაზე გადასვლა მჭიდროდ უკავშირდება „კრისტალის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი პრიორიტეტის – ეკომეგობრულობის, მწვანე მიმართულების რეალიზებას და წარმოადგენს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელოვან, პოზიტიურ მაგალითს,“- აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ილია რევია.  

საგულისხმოა, რომ „კრისტალი“ საბანკო ტრანსფორმაციის საპასუხისმგებლო ეტაპზეა და ამ პროცესში ორგანიზაციული ღირებულებების — დიგიტალიზაციისა და გარემოზე ზრუნვის მხარდაჭერა სტაბილურად გრძელდება. საბანკო ტრანსფორმაციის შემდგომაც ეს მხარდაჭერა კვლავაც პრიორიტეტად დარჩება და ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელება კიდევ უფრო გაღრმავდება.  

პროექტი ხორციელდება კომპანია Signify-სთან თანამშრომლობით, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის პლატფორმისა და დოკუმენტების მოქნილად და უსაფრთხოდ შენახვის წამყვანი მიმწოდებელია. მისი სერვისების მომხმარებელი ამჟამად 500-მდე ბიზნესკომპანიაა, მათ შორის კომერციული ბანკები.  

Crystal Introducing E-Signature in its Business Processes

The financial inclusion organization “Crystal” is working on the inroduction of electronic signature in its business processes, seeking to phase out paper consumption and fully digitize its activities. 

The project will contribute to the reduction of paper use and environmental damage, as well as other material signature-related expenses — printers, cartridges, archiving, courier services, etc. Furthermore, it will help to optimize employees’ time and enhance flexibility of the work process, allowing to store transactions and documents in a single, secure space. 

Digitization of organizational processes, along with the customer services and products, is one of the strategic directions of “Crystal”. To this end, the company is constantly implementing digital solutions, allowing it to stay at the forefront in terms of using modern technologies. 

 „The introduction of electronic signature and the transition to digital docflow is closely intertwined with another priority of “Crystal“ in corporate social responsibility – eco-friendliness, and represents a prominent, positive example of environmental care,” – states Crystal’s CEO, Ilia Revia. 

Notably,  “Crystal” is at the crucial stage of banking transformation, whilst continuing to stay committed to its organizational values ​​- digitization and care for the environment – in this process. After the banking transformation, these areas will still be a priority for Crystal and implementation of crucial initiatives will further deepen. 

The project is being implemented in cooperation with “Signify” – a leading provider of electronic signature platform and solutions for flexible document storage. Currently, its services are used by around 500 business companies, including commercial banks. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.