Search
ყველა შედეგი

კრისტალმა პროექტი “უფრო მწვანე კრისტალი” გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულზე წარადგინა

კრისტალის  წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულში, რომელიც 19-27 სექტემბერს, ნიუ-იორკში ჩატარდა. 

კომპანიის გუნდის წევრებმა — მწვანე პროდუქტებისა და სხვა მიზნობრივი რესურსების კოორდინატორმა, ანა გეწაძემ და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სპეციალისტმა, ლიკა სალუქვაძემ პანელურ დისკუსიაზე დამსწრეებს კრისტალის გარემოსდაცვითი პროექტები, ინოვაციური მწვანე ინიციატივები და ენერგოეფექტურ, მწვანე დაფინანსების მაჩვენებლები გააცნეს. დისკუსიას 14 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ხაზი გაუსვეს კერძო სექტორის გადამწყვეტ როლს იმ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც თანასწორობის, მდგრადობის მიღწევისა და გლობალური კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.  

„უფრო მწვანე კრისტალი“ კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის SDG #13 – „ქმედებები კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგოდ“ შესაბამისად დაიგეგმა. ის თანამშრომელთა შორის ენერგოეფექტური გარემოსა და ეკომეგობრული ქცევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ინიციატივები კომპანიაში ელექტროენერგიისა და ქაღალდის გამოყენების დაზოგვას, ასევე, ნარჩენების  გადამუშავებით პროდუქტების შექმნას და მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემას აერთიანებს.   

საგულისხმოა, რომ პროექტმა „უფრო მწვანე კრისტალი“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროგრამაში „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ გაიმარჯვა და „კრისტალის“ გუნდის წევრებიც გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულზე სწორედ ქსელის მიწვევით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ერნსტ ენდ იანგის (EY) სათავო ოფისში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და EY საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასაც დაესწრნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების საერთაშორისო რეგულაციების გავლენის შესახებ. დინამიკური დიალოგის პლატფორმის შექმნას. 

აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზრუნვის მიმართყლებით „კრისტალი“ ჩართულია სხვადასხვა პროექტსა და საკონსულტაციო საქმიანობაში, ამავდროულად, აქტიურად ითვალისწინებს შესაბამის საკითხებს საკუთარ ბიზნესმოდელში, კორპორაციულ სტრატეგიაში, საოპერაციო პოლიტიკასა და  პრაქტიკაში. კომპანია ინტენსიურად ემზადება საბანკო ტრანსფორმაციისთვის და ამ პროცესის დასრულების შემდეგ გარემოზე ზრუნვას, როგორც სტრატეგიულ მიმართულებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა.  

  

  

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.