Search
ყველა შედეგი

ქალაქი ბათუმი, მარტვილი, სამტრედია, ქუთაისი, ხელვაჩაური

დეპარტამენტი საინფორმაციო ოფიცერი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 21 ნოემბერი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – საინფორმაციო ოფიცერი. 

სამუშაო ადგილი: ბათუმი, სამტრედია, ხელვაჩაური, მარტვილი, ქუთაისი

განაკვეთი: სრული
 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.  

  

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე -  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.  

 
“კრისტალი” გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ვაკანტური პოზიციის მოკლე მიმოხილვა:

პოზიცია გულისხმობს კრისტალის გუნდის წევრს, რომელიც პირველი ხვდება/ეგეგებება ფილიალში მოსულ მომხმარებელს. არკვევს მათი ვიზიტის მიზნებს, აზუსტებს საჭიროებებს, შესაძლებლობის ფარგლებში თავად უწევს კონსულტაციას, დახმარებას ან ახდენს მათ გადამისამართებას შესაბამის პირებთან.

საინფორმაციო ოფიცერი პირველია, ვინც მომხმარებლებს წარმოდგენას უქმნის  კომპანიის შესახებ. შესაბამისად ჩვენ ვეძებთ თავაზიან, პასუხისმგებლიან, კეთილგანწყობილ ადამიანებს, რომლებსაც სიამოვნებას ანიჭებთ ადამიანებთან ურთიერთობა და მუდმივად მზად არიან სხვების დასახმარებლად.

პოზიციაზე არ მოითხოვება სამუშაო გამოცდილება  და არის ერთ – ერთი საუკეთესო შესაძლებლობა საბანკო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ დაწინაურდნენ ჩვენსავე კომპანიაში მათთვის საინტერესო მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები: 

  • ფილიალში შემოსული კლიენტების/მომხმარებლების მიღება, კონსულტაციის გაწევა და გადამისამართება მათი საჭიროებების მიხედვით; 
  • მომხმარებელების დახმარება ფილიალში არსებულ ფეი აპარატზე სხვადასხვა ოპერაციების განხორციელებაში;
  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება; 
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება; 
  • პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით; 
  • კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა; 
  • საოფისე საქმიანობაში დახმარება. 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:  

  • თავაზიანი, გუნდური, კოლეგიალური; 
  • დახმარებისთვის მზად მყოფი; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული, ინიციატივიანი;
  • დისციპლინირებული;
  • კეთილსინდისიერი, ლოიალური;  
  • პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული.  

    

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2024 წლის 21 ნოემბრის  ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.  

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.