Search
ყველა შედეგი

Enhancement of the Credit Guarantee System Supporting Small and Medium-Sized Enterprises’ Project

(RRP MON 48015-002)

აკრძალული საქმიანობების სია

სესხის ხელშეკრულების დანართი

დამატებითი პირობები აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაცემული სესხებისათვის

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება არ ვრცელდება შემდეგზე:

  • წარმოება ან საქმიანობა, რომელიც იყენებს იძულებითი შრომის1 ან ბავშვთა შრომის საზიანო ან ექსპლუატაციურ ფორმებს;2
  • ნებისმიერი პროდუქტის ან აქტივობის წარმოება და ვაჭრობა, რომელიც მიჩნეულია არალეგალურად  ქვეყნის კანონმდებლობით ან რეგულაციებით, საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით ან ექვემდებარება საერთაშორისო აკრძალვებს, როგორიცაა (ა) ფარმაცევტული საშუალებები,3 პესტიციდები და ჰერბიციდები,4 (ბ) ოზონის დამშლელი ნივთიერებები,5 (გ) პოლიქლორირებული ბიფენილი6 და სხვა საშიში ქიმიკატები,7 (დ) ველური ბუნება ან ველური ბუნების სახეობები, რომლებიც რეგულირდება კონვენციით გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ,8 და (ე) ნარჩენებით ან ნარჩენი პროდუქტებით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა;9
  • იარაღისა და საბრძოლო მასალების, მათ შორის სამხედრო დანიშნულებით მოდიფიცირებული მასალების წარმოება და ვაჭრობა;
  • ალკოჰოლური სასმელების წარმოება და ამ პროდუქციით ვაჭრობა, გარდა ლუდისა და ღვინისა;
  • თამბაქოს წარმოება ან/და რეალიზაცია;10
  • აზარტული თამაშები, კაზინოები და სხვა ეკვივალენტური დაწესებულებები; 10
  • რადიოაქტიური მასალების წარმოება ან ვაჭრობა,11 ბირთვული რეაქტორების და მათი კომპონენტების ჩათვლით;
  • შეუკვრელი აზბესტის ბოჭკოების წარმოება, ვაჭრობა ან გამოყენება;12
  • ტყის გაჩეხვა კომერციული მიზნით ან  ტყის საჩეხი აღჭურვილობის შეძენა ტროპიკულ ტენიან ტყეებში ან გაუკაფავ ტყეებში გამოსაყენებლად;
  • საზღვაო და სანაპირო თევზჭერის პრაქტიკა, როგორიცაა ფართომასშტაბიანი თევზაობა დრიფტერული და წვრილუჯრედოვანი ბადეების გამოყენებით, რომელიც საზიანოა დაცული სახეობებისთვის და ზიანს აყენებს საზღვაო ბიომრავალფეროვნებას და ჰაბიტატებს;
  • უძრავ ქონებაში ინვესტიცია ან უძრავი ქონების შეძენა, თუკი მისი დაკავება არ ხდება მესაკუთრის მიერ;
  • კომერციული უძრავი ქონების მშენებლობა, თუკი მისი დაკავება არ ხდება თავად ბიზნესის მიერ (SME);
  • მძიმე სამშენებლო მასალებთან დაკავშირებული სექტორები;
  • მრავალსაოჯახო საცხოვრებლის მშენებლობა;
  • ყველა სახის სამთო აქტივობა, წიაღისეულის დამუშავებისა და მოპოვების საქმიანობა;
  • ბიზნესი, რომელიც ნავთობის ან ენერგიის იმპორტით არის დაკავებული;
  • ბიზნესი, რომელიც ძირითადად ფუფუნების საგნების იმპორტით არის დაკავებული;
  • მცირე და საშუალო საწარმო,  რომლებიც წარმოადგენს მსხვილი საწარმოს შვილობილს ან კონტროლდება მსხვილი საწარმოს მიერ;  
  • ჩამდინარე წყლების გადამუშავება
  • წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

1 იძულებითი შრომა გულისხმობს ყველა სახის სამუშაოს ან მომსახურებას, რომელიც არ სრულდება ნებაყოფლობით და მიიღება პირისგან იძულების გზით, ძალის ან სასჯელის გამოყენების მუქარით.

2 ბავშვთა შრომა ნიშნავს იმ ბავშვების დასაქმებას, რომელთა ასაკი ქვეყნის კანონმდელობით განსაზღვრულ დასაქმების მინიმალურ ასაკზე დაბალია, ან ბავშვების დასაქმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (www.ilo.org)  No138 კონვენციის („მინიმალური ასაკის კონვენცია“) დარღვევით.

3 იმ ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარება აკრძალვებს, ხელმისაწვდომია ბმულზე:  http://www.who.int.

4 პესტიციდებისა და ჰერბიციდების ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარება აკრძალვებს, ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.pic.int.

5 იმ ქიმიური ნაერთებების სია, რომლებიც რეაქციაში შედიან სტრატოსფეროს ოზონთან, აზიანებენ მას და შედეგად იწვევენ საყოველთაოდ ცნობილი ოზონის ხვრელების წარმოქმნას, მოცემულია მონრეალის პროტოკოლში. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.unep.org/ozone/montreal.shtml.

6 ტოქსიკური ქიმიკატების ჯგუფი, პოლიქლორირებული ბიფენალები, შესაძლოა შეგხვდეს  ზეთიან ელექტრო ტრანსფორმატორებში, კონდენსატორებში და გამანაწილებელ მოწყობილობებში, რომლებიც გამოშვებულია 1950-დან 1985-მდე წლებში.

7 საშიში ქიმიკატების სია იხ. http://www.pic.int.

8 ჩამონათვალი ხემისაწვდომია ბმულზე: at http://www.cites.org.

9 ბაზელის კონვენციის შესაბამისად; იხ.http://www.basel.int.

10აღნიშნული არ ვრცელდება პროექტის სპონსორებზე, რომლებიც არსებითად არ არიან ჩართულნი ამ საქმიანობაში. „არსებითად არ არიან ჩართულნი“ – ნიშნავს, რომ აღნიშნული საქმიანობა პროექტის სპონსორის ძირითადი საქმიანობის დამხმარე აქტივობაა.

11 აღნიშნული არ ვრცელდება სამედიცინო, ხარისხის კონტროლის (გაზომვის) და სხვა ნებისმიერი აღჭურვილობის შეძენაზე, რომლისთვისაც, როგორც ADB მიიჩნევს,  რადიოაქტიური წყარო არის ტრივიალური და ადეკვატურად დაცული. 

12 აღნიშნული არ ვრცელდება შეკრული აზბესტის ცემენტის ფურცლების შეძენასა და გამოყენებაზე, სადაც  აზბესტის შემცველობა 20%-ზე ნაკლებია.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
18 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი