Search
ყველა შედეგი

ახალი საინვესტიციო პროდუქტი „მონეტა“ და ყველაზე მაღალი სარგებელი „კრისტალისგან“

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” მომხმარებლებს სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს, “მონეტას” სთავაზობს.

“მონეტა” საინვესტიციო მექანიზმია, რომლის მთავარი უპირატესობა  სანდოობა და ლარში მაღალი  – 14%-მდე ეფექტური საპროცენტო სარგებელია.

კრისტალმა პროდუქტი ბაზარზე ორი სახით წარადგინა: დახურული და ღია. დახურულის  შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გააქვს, ხოლო თუ იგი ღია პროდუქტით სარგებლობს, მისი გატანა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეუძლია.

„მონეტა“ ლარსა და აშშ დოლარში გაიცემა. მისი მინიმალური ოდენობა 100,000 ლარია (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში), მაქსიმალური კი — 3, 000,000 ლარი (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში). რაც შეეხება ვადებს, „მონეტა“ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 12 თვით იხსნება, ხოლო სარგებლის რეალიზაცია როგორც ყოველთვიურად, ისე ვადის ბოლოსაა შესაძლებელი.  

საინვესტიციო პროდუქტის იურიდიული ფორმა თამასუქია, რომელიც შესაბამისი კანონით რეგულირდება. ადგილობრივი კანონმდებლობა აწესრიგებს თამასუქის გაცემის, გადახდის, გამოყენების წესებს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად თამასუქიდან გამომდინარე შედეგებს.

„კრისტალის“ მომხმარებლებს, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეები წარმოადგენენ, რომლებიც სხვადასხვა მასშტაბის ბიზნესსაქმიანობას ახორციელებენ. კომპანიის ახალი პროდუქტი „მონეტა“, რომელსაც ქართულ საფინანსო ბაზარზე ყველაზე მაღალი სარგებელი აქვს, როგორც მათ, ისე სხვა მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციებს, საშუალებას აძლევს, დანაზოგის ინვესტირებისთვის სრულიად განსხვავებული შესაძლებლობა გამოიყენონ და მაღალი უკუგებით, ფიქსირებული განაკვეთითა და მოქნილი პირობებით ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ მოზიდული ინვესტიციებით „კრისტალი“ ახალ ბიზნესსაქმიანობებს დააფინანსებს და „მონეტის“ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში მონაწილეობა თავადაც მიიღონ. 

ამ ეტაპზე პროდუქტით სარგებლობას მხოლოდ იურიდიული პირები შეძლებენ.

„კრისტალი“დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე მუდმივად მუშაობს. თუმცა, ადგილობრივი ბაზარი ჯერ კიდევ არ გვქონდა მოსინჯული. გადავწყვიტეთ, ამ მიზნისთვის ახალი საინვესტიციო პროდუქტი შეგვექმნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ „მონეტა“, რომელსაც საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ანალოგი არ აქვს, მთლიანად „კრისტალში“ შემუშავდა. იგი კომპანიას ფინანსური რესურსების დივერსიფიცირებისა და ახალი წყაროების მოძიების, მომხმარებლების განსხვავებული სეგმენტის ათვისების, რესურსების დაზოგვის, ფინანსური მდგრადობის ხარისხის გაზრდის საშუალებას მისცემს და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ჩვენი კომპანიის სტაბილურობას“, – აღნიშნავს კრისტალის უფროსი ფინანსური ოფიცერი დავით ბენდელიანი. 

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პროდუქტის შედეგად მოზიდული თანხებით „კრისტალი“ შეძლებს, სამიზნე სეგმენტი — მცირე მეწარმეები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რეგიონებშიც, უფრო შეღავათიანი და მისაღები პირობებით დააფინანსოს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების — გარემოზე ზრუნვისა და ქალების მხარდაჭერის ფარგლებში მდგრადი სესხები გასცეს და სრულიად განსხვავებული საინვესტიციო პროდუქტით ხელი შეუწყოს ფინანსური რესურსების გადანაწილებას, შედეგად კი ბაზრისა და მთლიანად ეკონომიკის განვითარებას. 

პროდუქტი საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი, უშუალოდ მომსახურება კი 5 შერჩეულ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში მოხდება.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.