ბათუმში კრისტალის ახალი ფილიალი გაიხსნა
ჩვენ კომპანიას კიდევ ერთი ახალი ფილიალი შეემატა. კრისტალის საიუბილეო 25-ე წელს, ბათუმში, ტბელი აბუსერიძის ქუჩა N5-ში , კრისტალის ახალი ფილიალი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების სივრცე ფიზიკურ პირებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მათზე მორგებულ საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს. მათ შორის, სესხები, სალიზინგო პროდუქტები, განვადება, ავტოსესხი, ფულადი გზავნილები, ვალუტის კონვერტაცია, ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის გაცემა, კომუნალური გადახდები და სხვა.
ფილიალი მომხმარებლებს ყოველ დღე, შაბათის ჩათვლით მოემსახურება.
ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებას კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია, კომპანიის მმართველი გუნდის წევრები და მენეჯმენტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჩვენ, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაზე. კომპანიის მიზანია გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მომხმარებლებს შევთავაზოთ კომფორტული მომსახურება. ახალი ფილიალის გახსნით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს რეგიონში მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროცესს. როგორც იცით, ფილიალებსა და სერვისცენტრებთან ერთად, კრისტალის სერვისების მიღება დისტანციურადაც არის შესაძლებელი. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ მომხმარებელთა საჭიროებებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა და წვდომა დისტანციურ არხებზე და ფილიალებში ვიზიტს ამჯობინებენ. ცხადია ახალი ლოკაციების შერჩევამდე ჩვენ შევისწავლეთ ბაზარზე არსებული გარემო, გავითვალისწინეთ მომხმარებელთა მოთხოვნები და ახალი ფილიალის გახსნაც სწორედ ამის საფუძველზე დავგეგმეთ. მომსახურების ახალი სივრცის მეშვეობით კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი კომპანიის საქმიანობის არეალი, გაიზრდება მომსახურების არხები და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა,“ – აღნიშნავს კრისტალის უფროსი ბიზნეს ოფიცერი, მელანია კუჭუხიძე
ფილაილის გახსნით კომპანიამ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და დამატებით 20-მდე ადამიანი დაასაქმა.
აჭარის რეგიონში კრისტალი 4 ფილიალით არის წარმოდგენილი. აქედან, ბათუმში 2 ფილაილი, ქობულეთი და ხელვაჩაურის ფილიალი. პირველი ფილიალი ბათუმში 2014 წელს გაიხსნა.
კრისტალი უკვე 25 წელია ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილ, წამყვან ფინანსური ორგანიზაციას წარმოადგენს. კომპანია 150 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და მისი პორტფელი 420 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია ასაქმებს 1300-ზე მეტი თანამშრომელს. კრისტალი ქვეყნის მასშტაბით 50 ფილაილით არის წარმოდგენილი.