Search
ყველა შედეგი

ჩვენს შესახებ

რას წარმოვადგენთ

სს მისო „კრისტალი“ წარმოადგენს დინამიურად მზარდ, ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც  თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში.

კრისტალი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და მაღალხარისხიან ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის: მიკრო, საშუალო და აგრო სესხებს დამწყები და მოქმედი ბიზნესისათვის; სარემონტო და სამომხმარებლო სესხებს;  ვალუტის გაცვლის ოპერაციებს; გზავნილებს; კომუნალური გადახდის მომსახურებას და ა.შ.    

კრისტალი, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ქუთაისში (დასავლეთ საქართველო),  ძირითადად ორიენტირებულია რეგიონებსა და მოშორებულ ადგილებში მოღვაწე  მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების განვითარებაზე.  2017 წლის მდგომარეობით, კომპანიის სესხის პორთფელის თითქმის 29% კონცენტრირებულია სასოფლო რეგიონებში.

კორპორატიული ღირებულებები

„კრისტალის“ მისიაა მიკრო და მცირე მეწარმეების, ასევე ფერმერების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი ბიზნეს პოტენციალის რეალიზებას, ფინანსური სტაბილურობის მიღწევასა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.

„კრისტალის“ მიზანია გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობის დამყარება მომხარებლებთან, მათთვის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული გამჭვირვალე, ინოვაციური  და სწრაფი ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზება და ეკონომიკური წარმატებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ცოდნის მიწოდება.

  • – პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რაც მიზნად ისახავს ჭარბვალიანობის თავიდან აცილებას; სოციალურ პასუხისმგებლობა მომხარებელთა, თანამშრომელთა, ბიზნეს პარტნიორთა, საზოგადოებისა და გარემოს წინაშე;
  • – გამჭვირვალობა – მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეადარონ ჩვენი ფასები და პირობები და გაეცნონ მოსალოდნელ საფრთხეებს. „კრისტალის“ ურთიერთობა მოხმრებლებთან, თანამშრომლებთან, ინვესტორებთან და ფართო საზოგადოებასთან ეფუძნება გამჭვირვალობის, გულწრფელობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
  • – პარტნიორობა – გრძელვადიანი  და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა მომხმარებლებთან და ინვესტორებთან. პარტიორებთან ურთიერთობისას, „კრისტალი“ მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ ინტერესებს.
  • – მისაწვდომობა – ხელმისაწვდომობა წარმოადგენს არსებითად მნიშვნელოვან ფაქტორსპროდუქტების შემუშავების და მიწოდების არხების შერჩევის დროს.
  • – ინოვაცია – ინოვაციისა და სრულყოფისაკენ მუდმივი სწრაფვა „კრისტალის“ და მისი  გუნდის მუშაობის ჩვეული სტილია. ჩვენ გვიყვარს ინოვაცია და ვახალისებთ კრეატიულობას. Innovation is life!
ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
18 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი