Search
ყველა შედეგი

დარეჯან ბერძენიშვილი -  კომპანია „სკიჯის“ დამფუძნებელი

“სკიჯის” დამფუძნებელი დარეჯან ბერძენიშვილი ბევრისთვის უკვე კარგად ცნობილი მეწარმეა. ვამაყობთ, რომ ის “კრისტალის” მომხმარებელია და მისი გამორჩეული, საინტერესო ბიზნესის განვითარებაშიც მცირედი წვლილიც მიგვიძღვის. სულ ცოტა ხნის წინ დარეჯანს წლის მეწარმის ჯილდოც გადავეცით და ახლა ამ პოსტით სწორედ მასზე გიამბობთ.

თუ გურიას ესტუმრებით და იქაურებს ირგვლივ სანახავ ადგილებს გამოჰკითხავთ, ჩამონათვალში „სკიჯის სახლსაც“ აუცილებლად წააწყდებით — საოჯახო სასტუმროს, რომელიც 2015 წელს, სოფელ ხიდისთავში დაბრუნებულმა დარეჯან ბერძენიშვილმა, მამაპაპისეული სახლიდან ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად აქცია.

დარეჯანი პროფესიით ფინანსისტია, თუმცა სულ ფიქრობდა, რომ 5000 კვ/მ ფართობის მიწითა და მშობლიური სახლით ხიდისთავში საკუთარი საქმიანობა წამოეწყო. თავდაპირველად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტით გურული ჩირის წარმოებას მიჰყო ხელი: საკუთარ ეზოში მოყვანილი თუ თანასოფლელებისგან ნაყიდი ეკოლოგიურად სუფთა ხილით ნაირ-ნაირ ჩირს ამზადებდა და „სკიჯის“ ბრენდით ჰყიდდა.

პარალელურად, დარეჯანმა სახლი მოაწესრიგა, ავთენტურობა შეუნარჩუნა, საოჯახო სასტუმროდ აქცია და „სკიჯის სახლში“ სტუმრების მიღებაზე ფიქრი დაიწყო. სჯეროდა გურიის ტურისტული პოტენციალის და მიაჩნდა, რომ რეგიონი ტურისტებისთვის როგორც ადგილმდებარეობის, ისე ბუნების და კერძების გათვალისწინებით საინტერესო იქნებოდა. „გრანტი, რომელიც სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“ მივიღე, საოჯახო სასტუმროს განვითარებისთვის საკმარისი არ იყო. ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექი, როცა შემთხვევით „კრისტალის“ საკრედიტო ოფიცრებს შევხვდი. კომპანია მენდო, გონივრული დაფინანსება მომცა, მანამდე არსებული ვალდებულებები გამიერთიანა და ჩემი ბიზნესი კრახისგან გადაარჩინა. მას შემდეგ სულ ვამბობ, რომ „კრისტალი“ არის მეგობარი, რომელმაც ყველაზე რთულ მომენტში გამიმართა ხელი“, – ჰყვება დარეჯან ბერძენიშვილი.

გასულ წელს დარეჯანმა USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის დახმარებით, 150-წლიან გურულ ოდაში ჩირის ახალი საწარმო მოაწყო, რითაც არა მარტო წარმოების განვითარებას, არამედ ტურისტების მოზიდვასაც შეუწყო ხელი. პარალელურად კი, მან ადგილობრივი გასტრონომიის პოპულარიზაციაც წამოიწყო:  „ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თამამები ვართ ექსპერიმენტებშიც, აქაური ფერმერებისგან შეძენილ პროდუქციას გურულ ჩირებს ვუმატებთ, სამახსოვრო გემოებს ვქმნით და მსოფლიოში გავრცელებულ კონცეფციას „ფერმიდან სუფრამდე“  ვავითარებთ“,- ამბობს დარეჯანი.

დარეჯანი როგორც “კრისტალის” მომხმარებელი, ასევე USAID YES-Georgia პროგრამის მონაწილეა. გარდა იმისა, რომ პროგრამის დახმარებით ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები შეიძინა, ასევე აქტირად მონაწილეობდა პროგრამის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვებში.

„სკიჯის“ პროდუქცია, რომელიც თანაბრად მიმზიდველია ადგილობრივი თუ უცხოელი მომხმარებლებისთვის, ძირითადად, ადგილზე იყიდება, თუმცა დარეჯანი კორპორაციულ შეკვეთებსაც იღებს და გამოფენებზეც აქტიურადაა წარმოდგენილი. ამჟამად ის სტუმრებს ხეხილის მცირე საჩვენებელ მეურნეობაში ხილის დაკრეფასა და გაშრობას, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებასა და მასტერკლასებში მონაწილეობასაც სთავაზობს. თუმცა, მიღწეულზე არ ჩერდება და წელს უკვე კოტეჯებისა და დამოუკიდებელი გასტრონომიული სივრცის მშენებლობასაც გეგმავს.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.