დღეს მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა!
დღეს მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა.
თარიღი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალებისა და გოგონების მნიშვნელოვან როლს მეცნიერებაში.
ქალები, რომლებიც ცვლიან სამყაროს აღმოჩენებით, იდეებით და გამბედაობით.
ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას გამოვხატოთ მადლიერება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიზანდასახულობით ქმნიან პროგრესს და ახალ შესაძლებლობებს.
გვეამაყება, რომ ჩვენი გუნდის წევრი ქეთი ახალაძეც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მეცნიერულ საქმიანობას ეწევა. ის 2017 წლიდან ჩვენი გუნდის წევრია და HR დეპარტამენტში მუშაობის პარალელურად, აქტიურად აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას არქეოლოგიის სფეროში.
მან წარმატებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, არქეოლოგიის მიმართულებით. შემდგომ, სწავლა განაგრძო ანკარაში, British University-ში, სადაც პრეისტორული არქეოლოგიის მიმართულებით დაასრულა მაგისტრატურა. აკადემიური განვითარება კი ვენეციაში, Ca’ Foscari University-ში გააგრძელა, სადაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა ადრე ბრინჯაოს ხანის მეტალურგიის მიმართულებით.
მისი სადოქტორო ნაშრომი „სამხრეთ კავკასიის ადრებრინჯაოს ხანის ლითონის იარაღის ტიპოლოგიური კლასიფიკაცია“ მნიშვნელოვან სამეცნიერო წვლილს წარმოადგენს რეგიონის პრეისტორიული კულტურისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევაში.
ამჟამად ქეთი იკვლევს სამხრეთ კავკასიაში ლითონის იარაღის განვითარების საფეხურებს ბრინჯაოს პერიოდში. პარალელურად, იგი ჩართულია სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციაში, სადაც ის იკვლევს საქართველოში დღემდე აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მტკვარ-არაქსულ ტერასულ დასახლებას.
ქეთი არის არქეოლოგიის დოქტორი (Ca’ Foscari University of Venice). მისი კვლევა სამხრეთ კავკასიის ადრებრინჯაოს ხანის მეტალურგიასა და ლითონის იარაღის განვითარებას ეხება. იგი ჩართულია საერთაშორისო აკადემიურ საქმიანობაში და მონაწილეობს მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციებში.
ქეთის სამეცნიერო საქმიანობა საერთაშორისო აკადემიურ სივრცეშიც აღიარებულია. ის მიწვეული პროფესორია ჩეხეთში, Masaryk University of Brno-ში, სადაც კითხულობს ლექციებს კავკასიის არქეოლოგიაში. ამასთან, იგი ასოცირებული პროფესორის სტატუსით თანამშრომლობს Ca’ Foscari University of Venice-თან და ლექციებს უძღვება სამხრეთ კავკასიის ბრინჯაოს ხანის შესახებ.
ქეთი წარმატებით აერთიანებს კორპორაციულ და სამეცნიერო საქმიანობას, რაც მის პროფესიულ მრავალფეროვნებასა და განვითარების მუდმივ სურვილზე მეტყველებს.