
EBA-ს ორგანიზებით, “ევროკავშირის ბიზნესკლიმატის ანგარიშის” პრეზენტაცია გაიმართა
ანგარიშში წარმოდგენილი იყო ძირითადი ხედვები საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ, შეფასდა ბოლო პერიოდის რეფორმები და გამოიკვეთა სტრატეგიული მნიშვნელობის რეკომენდაციები ეკონომიკური ზრდის შესახებ.
ღონისძიებას კერძო სექტორის, საერთაშორისო ინსტიტუტების და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნე, რომლებმაც ერთობლივად განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო, მომავალი განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის თემა იყო თემა იყო „როგორ გავაუმჯობესოთ მცირე და საშუალო ბიზნესი: არსებული მდგომარეობა და მომავალი საჭიროებები“.
დისკუსიას კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე უძღვებოდა. მან ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორიცაა ფინანსებზე წვდომა, შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობა და ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელისშემშლელი ფაქტორები.
“მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილი დამატებითი ღირებულებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში სახეზეა და ეს ტენდენცია გვიჩვენებს ამ სექტორის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს. სასიამოვნო იყო ღონისძიებაზე წარმოდგენილი მეწარმეების მიღწევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. დღევანდელმა დღემ შეგვახსენა, რომ ღია და კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს” – აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.
EU ბიზნესკლიმატის ანგარიში, რომელიც უკვე მესამედ გამოიცა, ყოველწლიურად ქვეყნდება და ასახავს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბიზნესების ხედვას. ანგარიშში შეფასებულია ეკონომიკური ტენდენციები, რეგულაციური ცვლილებები და საინვესტიციო პოტენციალი, რაც წარმოადგენს საქართველოსა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირების გაამყარებისთვის ხელშემწყობ და ბიზნეს გარემოს მნიშვნელოვან გზამკვლევს.
ღონისძიება ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) ფარგლებში და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ იყო მხარდაჭერილი.