Search
ყველა შედეგი

Fitch Ratings-მა “კრისტალის” საკრედიტო რეიტინგი 'B' სტაბილურ დონეზე შეაფასა

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ  Fitch Ratings-მა მიკრობანკი „კრისტალის“ გრძელვადიანი პროგნოზი (IDR)  ‘B’ სტაბილურად შეაფასა. Fitch-ის შეფასება ხაზს უსვამს კრისტალის უნარს,  გლობალური გამოწვევების ფონზე  იყოს წარმატებული და განაგრძოს ეფექტიანი ზრდა.  

„გლობალური და რეგიონალური გამოწვევების ფონზე საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება  ადასტურებს კომპანიის  სტრატეგიული განვითარების გეგმის სისწორეს და მისი აღსრულების ეფექტიანობას, რაც აძლიერებს ნდობას როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე მომხმარებლების მხრიდან. აღნიშნული რეიტინგი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ და მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო კონკურენტული პროდუქტები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას“- აღნიშნავს „კრისტალის” გენერალური დირექტორი  ილია რევია. 

Fitch Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრებით განსაზღვრა. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, კომპანიის რეიტინგი ასახავს მომგებიანობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, აქტივების ხარისხის კონტროლს, დაფინანსების წყაროების მრავალფეროვნებას და კაპიტალის სტაბილურ მართვას. სააგენტოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია რომ კომპანიის მიერ მიღებული მიკრობანკის ლიცენზია პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის რეიტინგის შესაძლო გაუმჯობესების მიმართულებით.  

რეიტინგის შენარჩუნებას ხელი შეუწყო კრისტალის წარმატებულმა პარტნიორობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან. 

„კრისტალი”, ჯერ კიდევ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ოპერირების პერიოდში,  Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი იყო რეგიონში. კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.