გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი 25 წლისაა
წელს გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.
ამ მიზნით, გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს:
- საკუთარი საქმიანობა ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოსა და კორუფციასთან ბრძოლის ათი პრინციპის შესაბამისად განახორციელოს;
- განახორციელოს სტრატეგიული ქმედებები ფართო საზოგადოებრივი მიზნების მათ შორის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის, განსაკუთრებით თანამშრომლობისა და ინოვაციის მიმართულებებით.
ამჟამად გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტი ქვეყანიდან 23 000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს.
გვახარებს, რომ 2011 წლიდან „კრისტალი“ ამ ქსელის წევრია და მსოფლიოს მასშტაბით 20 000-ზე მეტ მაღალპასუხისმგებლიან ორგანიზაციასთან, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვემსახურებით მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში,
ამ ორგანიზაციის წევრობა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ის ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და სამომავლო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს.
მირობანკი კრისტალის კორპორაციული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაა. შევარჩიეთ ის სამი ძირითადი მიმართულება, რომლებიც კარგად ასახავს „კრისტალის“ სტრატეგიულ პრიორიტეტებს და თანხვედრაშია მათთან:
- მიზანი 5 – გენდერული თანასწორობა;
- მიზანი 10 – უთანასწორობის შემცირება;
- მიზანი 13 – კლიმატის ცვლილებების ეფექტების შემცირება.
ამ წლების განმავლობაში მდგრადობის მიმართულებით ჩვენი მუდმივი მუშაობა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოებით აღინიშნა, რაც ხაზს უსვამს ჩვენი მიდგომების მდგრადობასა და მათ მიმართ კომპანიის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. ვულოცავთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს იუბილეს და ვუსურვებთ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაეგრძელებინოს ეფექტიანი თანამშრომლობა, საინტერესო და სასარგებლო კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები და მდგრად მომავალზე ზრუნვა, ჩართულ მხარეებსა და სექტორებთან ერთად.
#UNGlobalCompact25 #UnitingBusiness #Sustainability #SDGs #25Years #UNGlobalCompactNetworkGeorgia