Search
ყველა შედეგი

კორპორაციული სტრატეგია

ჩვენი დაპირება საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ბუნებრივი გარემოს დაცვაა, რაც ინტეგრირებულია კრისტალის ბიზნესმოდელში, კორპორაციულ სტრატეგიასა და სამ ძირითად მიმართულებაში: ხალხი, პლანეტა და მოგება. 

ვისწრაფვით, დაბალანსებული გადაწყვეტილებებით, თანაბრად დავაკმაყოფილოთ დაინტერესებული მხარეების მოთხოვნილებები და მომხმარებლების ფინანსური მდგრადობა, გავითვალისწინოთ პლანეტის საჭიროებები, რომელზეც ვცხოვრობთ. 

კრისტალში 5 სტრატეგიული მიზანი გვაქვს:

team member image

ფინანსური მომსახურებების გაფართოება, რაც არსებული მომხმარებლების შენარჩუნებასა და ახალი კლიენტების მოზიდვას დაეფუძნება. 2026 წლისთვის მათი რიცხვი 220 000-მდე გაიზრდება. შესაბამისად, ბაზრის წილი გაორმაგდება და 10% გახდება.

team member image

ჩვენი, როგორც განვითარების პლატფორმის ხელშეწყობით, მომხმარებლების, უპირველესად მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების პროდუქტიულობის ზრდა.

team member image

შემოსავლების წყაროების გაფართოება და იმ ინოვაციური შეთავაზებებით დივერსიფიკაცია, რომლებიც ქალების, ახალგაზრდებისა და სხვა ჯგუფების მოთხოვნილებებს ითვალისწინებს.

team member image

გავხდეთ ეკოლოგიურად მდგრადი კომპანია და 2026 წლისთვის მწვანე (ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის წყაროები) პორტფოლიო 50 მილიონ ლარამდე გავზარდოთ.

team member image

კრისტალის ხედვაა, ინოვაციებით, ადამიანებსა და სისტემებში ინვესტირებით, იქცეს წამყვან, მონაცემებზე დაფუძნებულ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციად, რომელიც მომხმარებლებსა და ადამიანებზეა ორიენტირებული.

team member image

კრისტალის ისტორია 1995 წლიდან იწყება. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა არაკომერციული ორგანიზაცია, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დააარსეს. მათ შორის იყვნენ კრისტალის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე და აქტივისტი, სოციალური მეწარმე ალუ გამახარიაც.

3 წლის შემდეგ ცენტრმა მაშველთა საერთაშორისო კომიტეტის 10 000 აშშ დოლარის სასესხო კაპიტალით წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგრამა, რომელსაც პოზიტიური შედეგები მალევე მოჰყვა. მისი დახმარებით, მიკროდაფინანსება დასავლეთ საქართველოში ათასობით მიკრო მეწარმემ მიიღო. ორგანიზაციამ კი გრანტები USAID-ისგან, ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდისა (Stichting Vluchteling) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისგან მოიპოვა, რამაც განახლებადი საკრედიტო ხაზი 352 000 აშშ დოლარით გაზარდა.

2001 წლისთვის მიკროსაფინანსო პროგრამა მიკრისაფინანსო ინვესტიციებსა და კომერციულ ბანკებზე გახდა ფოკუსირებული. 2003 წელს, მიკრო დაფინანსების პროგრამის საფუძველზე, ფონდი კრისტალი ჩამოყალიბდა,  2007 წელს კი იგი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალად ტრანსფორმირდა.

2011 წელს ამერიკული საინვესტიციო ბანკი Developing World Markets კრისტალის პირველი ინსტიტუციური ინვესტორი და აქციონერი გახდა. ამ სტატუსს იგი, Incofin IM-თან ერთად, ამჟამადაც ინარჩუნებს.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
18 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი