Search
ყველა შედეგი

კრისტალი ამერიკის სავაჭრო პალატისა და მაკ ჯორჯიას ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას შეუერთდა

კრისტალი ამერიკის სავაჭრო პალატისა და მაკ ჯორჯიას ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას შეუერთდა, რომელიც ფინანსურად ეხმარება 61 სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

ახალგაზრდების მხარდაჭერა კრისტალის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც არამხოლოდ გაცხადებული აქვს კომპანიას, არამედ პრაქტიკაშიც არაერთ აქტივობას ახორციელებს.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ორ კანდიდატს კომპანიამ სწავლის და საცხოვრებლის ხარჯები დაუფინანსა და ამასთან, პროფესიული განვითარებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით, მათ კომპანიაში სტაჟირების გავლა შესთავაზა.

პროგრამა 2023 წელს დაიწყო და მიმართულია სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად და უზრუნველყოფს მათი ოთხწლიანი საბაკალავრო საფეხურის საუნივერსიტეტო გადასახადების, ასევე საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსებას.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.