კრისტალი დღეს
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება.
კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
ლიცენზიის მიღებას „კრისტალი“ 27 წლიანი გამოცდილებითა და სანდო იმიჯით, 600 მილიონ ლარზე მეტი სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა.
კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

კრისტალი რიცხვებში

კრისტალის უნიკალურობა
მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური შესაძლებლობების განვითარება ნდობაზე, ზრუნვასა და სიმარტივეზე დაფუძნებული მიდგომით. კრისტალი გრძელვადიან ურთიერთობებს ქმნის, ეხმარება მომხმარებლებს მათი პოტენციალის რეალიზებაში და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას, გამჭვირვალე და მარტივი პროდუქტებითა და სერვისებით.
ბრენდის დაპირება
კრისტალი არის სანდო პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებს საჭირო ფინანსური ინსტრუმენტებით, რათა მათ შეძლონ ახალი შესაძლებლობების შექმნა, ბიზნესის განვითარება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი დაპირებაა “შენი შესაძლებლობების ბანკი” – ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს განვითარებასა და ზრდას.
ძირითადი ღირებულებები:
განვითარება – მუდმივი ინოვაცია და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნა.
მხარდაჭერა– გრძელვადიანი, სამართლიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული პარტნიორობა.
პასუხისმგებლობა– გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ეთიკური ბიზნესპრაქტიკები.
ეფექტიანობა – ოპტიმალური შედეგების მიღწევა ნაკლები რესურსით, მომხმარებლებისა და თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებით.