Search
ყველა შედეგი

კრისტალი „გუდაურის დალაგების დღეებს“ შეუერთდა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ თანამშრომლებმა გარემოზე ზრუნვის ყოველწლიურ ღონისძიებაში „გუდაურის დალაგების დღეები“ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს დამლაგებელთა გილდიის, „სადაგის“ მიერ იყო ორგანიზებული და მასში 25-მდე მოხალისე კრისტალელი ჩაერთო.  

დანაგვიანების პრობლემა გუდაურში განსაკუთრებით აქტუალურია. საბაგიროებიდან გადმოყრილი ნაგავი, როგორც წესი, თოვლის დნობის შემდეგ განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება და გარემოს დიდ ზიანს აყენებს. სწორედ ამიტომ, „სადაგის“ იდეას კრისტალელები ენთუზიაზმით შეუერთდნენ და გუდაურის დასუფთავებასა და გარემოზე ზრუნვაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.  

ამ აქტივობის გარდა, საღამო დატვირთული იყოს შემეცნებითი და გასართობი ნაწილით: დალაგების მონაწილეები მწერალ დათო ტურაშვილს შეხვდნენ და მის საინტერესო პრეზენტაციას “წიგნის ჯადოს” სიამოვნებით მოუსმინეს. მოგვიანებით კი ქართული ბენდის ცოცხალ შესრულებასაც დაესწრნენ. 

გარემოზე ზრუნვა, ეკომეგობრულობა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზიანის შემცირება „კრისტალის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სხვადასხვა გარე აქტივობასთან ერთად, მიმდინარე წლიდან კომპანია ახორციელებს შიდა კამპანიას „მწვანე კრისტალი“, რომელიც მწვანე მიმართყლებით სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ნარჩენების შეგროვებას მეორადი გადამუშავებისთვის და მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემას გულისხმობს.  

„ამ ტიპის საერთო, გარემოსდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობა ერთის მხრივ ხელს უწყობს თანამშრომლების საერთო, სასიკეთო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებას,  მეორეს მხრივ კი სწორი გარემოსდაცვითი ჩვევების ჩამოყალიბებაშიც გვეხმარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კრისტალელებმა ჩვენი ყოველდღიური ქცევით შევქმნათ პოზიტიური, გადამდები მაგალითები, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობაზე. მის ჯანმრთელიბაზე კი ჩვენი 1,000+ კრისტალელის, მილიონობით ქართველისა და მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. გარემოზე ზრუნვა კი იწყება ჩვენით.“ - აღნიშნავს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი მაია ქობალია.  

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა კრისტალის სტრატეგიის ნაწილია და ამ  კუთხით კომპანია ჩართულია სხვადასხვა პროექტსა და საკონსულტაციო საქმიანობაში, აქტიურად ითვალისწინებს შესაბამის საკითხებს საკუთარ ბიზნესმოდელში, საოპერაციო პოლიტიკასა და ფინანსურ პრაქტიკაში.  

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.