Search
ყველა შედეგი

კრისტალი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულია

კრისტალი “კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ გამარჯვებულია. კაპიტალის ბაზარზე კრისტალის მიერ სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით, CMS პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე კომპანიას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

კრისტალი პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაა. პროგრამის ფარგლებში კრისტალმა მნიშვნელოვანი გრანტი მოიპოვა ტრანზაქციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

“კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა”  წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური ჩართულობით განხორციელდა. საკონსულტაციო სამუშაოები Galt & Taggart-მა, BDO Georgia-სთან ერთად შეასრულა. 18 თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კი  7 გამარჯვებული გამოვლინდა. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.