Search
ყველა შედეგი

კრისტალი „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ გამარჯვებულია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ევროკავშირმა (EU), კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში, კრისტალი გამარჯვებულად გამოაცხადა. კრისტალის მიერ მიღებული გრანტი სრულად მოხმარდება 25 მლნ ლარის ორწლიანი გენდერული ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას.  

მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან – Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად. 

გენდერული ობლიგაციების შედეგად მოზიდული თანხის 100% მოხმარდება ქალ მეწარმეთა მფლობელობაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესების სესხების დაფინანსებას, მათ შორის სესხების გაცემას ენერგო ეფექტური აღჭურვილობის შესაძენად, ძირითადი საშუალებების ან საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. გენდერული ობლიგაცია მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ინოვაციურ ფინანსებზე წვდომა და გაზარდოს კომპანიის საკრედიტო პორტფელი ამ სამიზნე სეგმენტში არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის, მათ შორის საქართველოს რეგიონებში. 

„მოხარული ვარ აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა კრისტალისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის 25 მლნ ლარის სერტიფიცირებული სოციალური ობლიგაციების განთავსებით, რომლის მიზანიცაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა. ჩვენ ამავდროულად მოხარული ვართ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური დახმარებით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით. პროგრამამ მოგვცა სტიმული, შეგვექმნა კიდევ ერთი წარმატებული ისტორია საქართველოს წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციისთვის“, – აღნიშნვას კრისტალის უფროსი აღმასრულებელმა ოფიცერი, ილია რევია. 

შეთავაზება დაიხურა 2023 წლის 8 თებერვალს. ობლიგაციები დენომინირებულია ლარში, 2 წლიანი ვადიანობით, ბულეტ სტრუქტურითა და TIBR6m+4.75% კუპონის განაკვეთით. ობლიგაციები განთავსდა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით. 

ტრანზაქცია შეესაბამებოდა პროგრამის უფრო ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რაც მოიცავს საქართველოში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების და ღირებულებების მხარდაჭერას.  

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.