Search
ყველა შედეგი

„კრისტალი“ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტისთვის ბიზნესპროცესებისა და ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებებით საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებას იწყებს.

ბიზნესპროცესების მართვის მომსახურება მეწარმეებს მათ საქმიანობებსა და საჭიროებებზე მორგებული, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, ფინანსური მენეჯმენტის სერვისი კი ბიზნესისთვის ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და რისკების მართვის შესახებ ექსპერტული რჩევების მიწოდებას გულისხმობს. საკონსულტაციო მომსახურებები მიკროდაკრედიტების კუთხით მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. შედეგად კი ხელს უწყობს ბიზნესის მიერ უფრო ეფექტიანი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. 

როგორც ცნობილია, „კრისტალი“ საბანკო ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ეტაპს გადის და ამჟამად ლიცენზიის მიღების მოლოდინშია. საკონსულტაციო სერვისების სეგმენტის გაფართოება, პროდუქტებისა და სერვისების მასშტაბების ზრდაც კომპანიაში სწორედ  მიკრობანკად ჩამოყალიბებისთვის მაქსიმალური მომზადების მიზნით გადაწყდა.   

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.