Search
ყველა შედეგი

კრისტალი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, გაეროს გლობალური შეთანხმების/UN Global Compact Georgia-ს „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამაში ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის” ჩაერთო. 

კომპანიის სახელით, პროგრამაში მონაწილეობდნენ სოციალური პასუხისმგებლობის/CSR სპეციალისტი ლიკა სალუქვაძე და მწვანე და სხვა მიზნობრივი რესურსების მართვის კოორდინატორი ანა გეწაძე. 

“SDG ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის” გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრი კომპანიებისთვის შექმნილი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.  

კრისტალის გუნდმა კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი SDG #13 – „ქმედებები კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგოდ“ აირჩია და უფრო მწვანე კომპანიის, ენერგო ეფექტური გარემოს და თანამშრომელთა შორის ეკომეგობრული ქცევების შესახებ ცნობიერების ამაღლება დაისახა მიზნად. 

პროგრამა 2024 წლის მარტიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. 

პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე კრისტალის გუნდმა ფინალური პრეზენტაცია წარადგინა და პროგრამის ორგანიზატორებს,  მონაწილეებს და სხვა მოწვეულ სტუმრებს მწვანე კრისტალის კამპანიის გეგმა, კამპანიის ფარგლებში უკვე მიღებული ენერგო დამზოგავი შედეგები და სამომავლო მიზნები გააცნო. 

ღონისძიებას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი – სალომე ზურაბიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროგრამის ფასილიტატორი- გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში“, პროგრამის მენტორი – კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი და სხვა მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა მეორედ ტარდება საქართველოში. SDG ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმებისა და შვედეთის დაფინანსებით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. 

იხ. https://www.facebook.com/share/p/bY69p3HyiYV8VQjx/ 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.