Search
ყველა შედეგი

„კრისტალი” სამუშაო ადგილზე მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პროექტს უერთდება

თანასწორობა და მრავალფეროვნება ღირსეული სამუშაო გარემოს აუცილებელი წინაპირობაა და მის შექმნაში ბიზნესს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სწორედ ამ თემას მიეძღვნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც  ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ თბილისში უკვე მეხუთედ ჩატარდა.

კრისტალი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ერთ-ერთი პირველი კომპანია, ღონისძიებას შეუერთდა და სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის, გენდერისა და ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალისტებს სამუშაო ადგილზე მრავალფეროვნებისა და თანასწორობისა საკითხებზე საკუთარ გამოცდილება გაუზიარა.

კრისტალის ადამიანების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა როდიონ ქორჩილავამ მონაწილეებს კომპანიის მასშტაბით  ადამიანური რესურსების მართვის პროცესებში დანერგილი თანამედროვე ტენდენციები და პრაქტიკები გააცნო და აღნიშნა, რომ  მრავალფეროვნება,  თანასწორობა და ინკლუზია  ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებელი წინაპირობა, რომელიც კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭისა და ტალანტების აღმოჩენის  შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“ ორგანიზაციის შიგნით ქალთა გაძლიერებაზე, მათთვის უსაფრთხო და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნაზე აქტიურად მუშაობს. 

“კრისტალი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა და ის სტრატეგიულ მიმართულებად აქცია. ამ პერიოდიდან კომპანია  ქალთა გაძლიერებისთვის როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ საგანმანათლებლო, მენტორინგის, პროფესიული განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სისტემურ, მდგრად ინიციატივებს ახორციელებს. 

„კრისტალის“ მიერ ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები არაერთხელ აღინიშნა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთუ ექსპერტების მიერ. 

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტსა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.