კრისტალი „ტენეს“ ეკომეგობრულ კამპანიას შეუერთდა
„კრისტალი“ პლასტმასის ნარჩენს მეორადი გადამუშავებისთვის შეაგროვებს. ქართული USB კაბელების მწარმოებელთან, „ტენესთან“ თანამშრომლობით, კომპანიის ოფისებში უკვე დაიდგა მწვანე ყუთები, რომლებშიც გამოყენებული პლასტმასა, ელემენტები და ელ. სიგარეტები განთავსდება. მასალას „ტენე“ USB კაბელების წარმოებისთვის გადაამუშავებს. შესაბამისად, ნარჩენი გარემოში აღარ მოხვდება.
„კრისტალისთვის“ ეკომეგობრულობა, კლიმატის ცვლილებასა და გარემოზე ზემოქმედების ზიანის შემცირება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და ბიზნესმოდელის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ტენესთან“ თანამშორმლობაც სწორედ გარემოზე ზრუნვის სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება.
„პლასტმასითა და ელექტრონული ნარჩენით გარემოს დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. გარდა გარემოში მათი მოხვედრის შემცირებისა, მნიშვნელოვანია ამ ნარჩენებს მეორე სიცოცხლე ვაჩუქოთ და ახალი პროდუქტის დამზადებით, მაქსიმალურად შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა. ამ საერთო მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი თუ ორგანიზაცია გაერთიანდეს“, – აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ილია რევია.
“პლასტმასა ზოგადად, უნიკლური მასალაა, რომელმაც ადამიანის ცხოვრება საგრძნობლად გაამარტივა, თუმცა მისი უნიკალური თვისებები – დაბალი თვითღირებულება და ხანგრძლივი სიცოცხლის უნარიანობა, ამავდროულად მისი ყველაზე დიდი ნაკლი გამოდგა. გარემო ვეღარ ერევა ადამიანის მიერ ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის მზარდ გამოყენებას. აშკარაა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სადაც კერძო სექტორს უდიდესი როლი უჭრავს. სწორედ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა კრისტალმა, რაც დარწმუნებული ვარ, სხვა ქართული კომპანიისთვისაც კარგი მაგალით იქნება” – აღნიშნავს “ტენეს” დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი.
გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპანიაში რამდენიმე თვეა პროექტი „მწვანე კროსტალი“ დაიწყო, რომლის მიზანი სხვადასხვა ეკომეგობრული პროექტების გახორციელება, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება და ამ პროექტებში მათი ჩართულობის გაზდაა.