Search
ყველა შედეგი

"კრისტალი" ყოველთვის ახალგაზრდა მეწარმეების გვერდითაა, მით უფრო მაშინ, როცა ეს ახალგაზრდები საკუთარ ბიზნესსაქმიანობით, ერთი შეხედვით, უპერსპექტივო რეალობას იმედით ავსებენ და სხვებსაც დიდ მოტივაციას აძლევენ

ერთ-ერთი მათგანია თხილის საამქროსა და „თამარას მარწყვების“ დამფუძნებელი თამარ ძანძავაც – “კრისტალის” გამორჩეული მომხმარებელი, რომელმაც თავისი საქმიანობით მოკლე ხანში შეძლო წარმატების მიღწევა. სულ ახლახანს თამარმა კომპანიისგან  ახალგაზრდა მეწარმე ქალის ჯილდოც მიიღო.  

თამარ ძანძავა –  სამეგრელო,  თხილის საამქროსა და „თამარას მარწყვების“ დამფუძნებელი

როცა გალელი ახალგაზრდები იქაურობის დატოვებასა და უპერსპექტივობაზე საუბრობდნენ, თამარი საპირისპიროს ფიქრობდა. თანატოლების უიმედობა მას ერთგვარ მოტივაციასაც აძლევდა: „სულ მინდოდა, მეჩვენებინა, რომ თუ გულით გინდა, მიზანს აფხაზეთშიც მიაღწევ“, – იხსენებს თამარი.

მართლაც, 11 წლის წინ თამარმა და მისმა მეუღლემ თხილის ბიზნესი წამოიწყეს, ჯერ უბრალოდ რეალიზაციას ეწეოდნენ, მოგვიანებით კი უკვე საკუთარი ქარხანაც ააშენეს, თხილს ადგილზე ამუშავებენ და სარეალიზაციოდ გზავნიან.

„ამ გზის გავლა მარტივი არ იყო, დიდი შრომა და ძალისხმევა ჩავდე, მაგრამ მიხარია, რომ  ყოველდღიურად წინ მივიწევთ. 18 ადამიანი მყავს დასაქმებული და ჩემი საამქრო მათთვისაც შესაძლებლობას წარმოადგენს. გვქონდა არაერთი წინაღობაც, რომლებიც „კრისტალის“ დახმარებით მოვაგვარეთ. ეს  ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტი იყო: მიუხედავად იმისა,  რომ საქმიანობას აფხაზეთში ვეწევი, კომპანია გვერდით მყარად დამიდგა და დამაფინანსა, მაგრძნობინა, რომ სჯეროდა ჩემი“-  აღნიშნავს თამარი, რომელიც „კრისტალის“  მომხმარებელი და USAID YES-Georgia-ს პროექტის აქტიური მონაწილეა.

თამარი USAID YES-Georgia პროგრამის  ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მონაწილე გახდა და კიდევ ერთი საქმიანობა -მარწყვების სათბური განავითარა. „ამ სკოლამ სათბურის გაფართოების შესაძლებლობა  მომცა.  დაწყებული საქმე ბოლომდე „კრისტალსა“ და USAID-თან ერთად მივიყვანე, დღეს „თამარას მარწყვები“ წარმატებისკენ სვლას აგრძელებს“, – ამბობს თამარი და დასძენს, რომ მარწყვის წარმოება მისთვის ერთგვარ თერაპიად იქცა: „მათთან ურთიერთობა თითქოს მთელი დღის სტრესსა და დაღლას გიხსნის. შედიხარ და  სხვა ემოციებით, ბედნიერებით ივსები“, – აღნიშნავს ის.

თამარს სურს, რომ აფხაზეთში კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდეს, რათა იქაურ ნიჭიერ და ენერგიულ ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.