Search
ყველა შედეგი

„კრისტალის“ ადამიანების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი როდიონ ქორჩილავა ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ქალთა გაძლიერების კონკურსის გამარჯვებულია

ევროპული ბიზნესასოციაციის კონკურსზე EBA4Women ნომინაციაში „კაცი ჩემპიონი“ „კრისტალის“ ადამიანების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, როდიონ ქორჩილავამ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ჯილდო ქალთა გაძლიერების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის ქართული ბიზნესის ისტორიაში წელს პირველად გაიცა. გამარჯვებული, ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი პროფესიონალებისა და ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. ჯილდო როდიონ ქორჩილავას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე გადაეცა.

ნომინაცია ითვალისწინებს იმ ლიდერი კაცების წვლილის აღიარებას, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების პროფესიულ წინსვლას და ქმნიან სისტემურ შესაძლებლობებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

როდიონ ქორჩილავას პროფესიული საქმიანობა სხვადასხვა ორგანიზაციაში ქალთა პროფესიული ინტეგრაციის, ლიდერობის მხარდაჭერისა და გენდერული სტერეოტიპების დაძლევის მიმართულებით განხორციელებული პროექტებით გამოირჩევა. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კრისტალის აკადემია და მენტორინგისა და ლიდერობის განვითარების პროგრამები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თანამშრომელი ქალების კარიერულ წინსვლასა და მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურებაში, რამაც არა მხოლოდ ქალების გაძლიერება, არამედ ზოგადად კომპანიის წარმატებაც მნიშვნელოვნად განაპირობა.

როდიონ ქორჩილავას კარიერა საჯარო და კერძო სექტორებში მენეჯერულ პოზიციებზე 20-წლიან საქმიანობას აერთიანებს. მისი გამოცდილება ორგანიზაციული სისტემების გაძლიერებას, სწავლების პროცესების ინსტიტუციონალიზაციას, ადამიანური კაპიტალისა და ლიდერობის განვითარებას მოიცავს, რაც ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც პროფესიული განვითარება ეფუძნება თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო ქალებს აქვთ გარემო მენეჯერულ პოზიციებზე წინსვლისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.

როდიონ ქორჩილავამ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხს, არის საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი. ადამიანური კაპიტალის, საგადასახადო ადმინისტრირების, საბაჟო პოლიტიკისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით თემებზე არის 10-ზე მეტი სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ავტორი ქართულ და უცხოურ ენებზე.

Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.