Search
ყველა შედეგი

„კრისტალის“ გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი მაია ქობალია ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ქალთა გაძლიერების კონკურსის გამარჯვებულია

ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ  EBA4Women ფორუმზე,  ნომინაციაში „წლის ლიდერი ქალი“,  ჯილდო „კრისტალის“ გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელს მაია ქობალიას გადასცა. კონკურისის გამარჯვებული, ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი პროფესიონალებისა და ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. დაჯილდოების  ცერემონია კი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე შედგა.  

მაია ქობალია „კრისტალის“ ქალთა გაძლიერების ინიციატივებს  უკვე წლებია ხელმძღვანელობს. 2016 წლიდან, მას შემდეგ რაც კომპანია გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა, ის როგორც ორგანიზაციაში, ისე მის გარეთ ამ პრინციპების ურყევ მხარდაჭერაზე ზრუნავს.  მისი უშუალო მონაწილეობით,  პროექტ Buzz Georgia-ს ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გადამზადდა 5000-ზე მეტი მეწარმე ქალი, რომლებმაც ტრენინგებთან ერთად, საკონსულტაციო სერვისებითა და მენტორინგით სარგებლობაც შეძლეს.  

მაია ქობალია Buzz Women Global-ის მთავარი ტრენერია და არაერთ პლატფორმას იყენებს ქალების, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები მეწარმეების შესაძლებლობების გასაძლიერებლად – იქნება ეს ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობა, მენტორობა, ბიზნეს წიგნების მიმოხილვა, ცნობიერების ამაღლება, თუ კონსულტაციები. კომპანიის თანამშრომლებისთვისაც ის ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული.  

მაია ქობალია „კრისტალში“ 2013 წლიდან მუშაობს. მისი პროფესიული გზა და საუკეთესო ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს  არა მხოლოდ „კრისტალის“ ქალთა გაძლიერების მიმართულების, არამედ ზოგადად კომპანიის წარმატებულ საქმიანობაში.  

მაიას ხელმძღვანელობითა და ქალთა გაძლიერების კუთხით განხორციელებული პროექტების შედეგად, „კრისტალს“ არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.   

საგულისხმოა, რომ მას არაერთი პერსონალური აღიარებაც აქვს მიღებული. მათ შორის, აღსანიშნავია 2019 წელს, ნიუ-იორკში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით გამართულ კონკურსზე „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019″, მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) პიონერის ჯილდო მსოფლიოში პირველმა, და ამავე დროს პირველმა ქართველმა,  სწორედ მაიამ მიიღო. 

მაია ქობალიას დამთავრებული აქვს ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი წარჩინებით; მოგვიანებით ის ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტში, პოლონეთის ლოძისა და იაგელონიის უნივერსიტეტებში, ასევე, გერმანიის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში სწავლობდა სრული დაფინანსებებით. ამავდროულად, არის საერთაშორისო პროგრამების – ქალთა ლიდერობის გლობალური პროგრამის – Vital Voice-ის და აშშ-ის ღია მმართველობის პროგრამის (Open World) კურსდამთავრებული. 

საგულისხმოა, რომ მაია ქობალია ამიერიდან,  ევროპული ბიზნეს ასოციაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, ქალთა გაძლიერებას ახალი პლატფორმის დახმარებითაც გააგრძელებს.  

Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.