Search
ყველა შედეგი

„კრისტალის“ ხუთი ფილიალი მზის ენერგიის მოხმარებაზე გადავიდა

მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ „კრისტალისთვის“ გარემოზე ზრუნვა კვლავაც  სტრატეგიულ მიმართულებად რჩება.  ეკომეგობრული პროდუქტების შეთავაზება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა დღეს კომპანიის საქმიანობის ორგანული ნაწილია. 

ამჯერად, მწვანე ინიციატივების ფარგლებში „კრისტალის“ 5 ფილიალი მზის ენერგიის მოხმარებაზე გადავიდა. ფილილები ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლების გათვალისწინებით შეირჩა. ეს ფილიალებია: ქუთაისი, 1, ქუთაისი 2,  ქუთაისი 3, წყალტუბო, ბათუმი 1, ბათუმი 2. ამ დრომდე თითქმის სრულად მზის ენერგიით მიღებული სიმძლავრით მხოლოდ ქუთაისის სათაო ოფისი მუშაობდა. 

აღნიშნული ინიციატივა კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ეკომეგობრული საქმიანობისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზიანის შემცირების  მიმართულებით განხორციელდა. ამასთან, იგი წარმოადგენს გარემოზე ზრუნვის პრაქტიკულ, პოზიტიურ  მაგალითს და ხელს უწყობს მწვანე ტექნოლოგიების პოპულარიზაციას. 

„კრისტალი“ აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვით პროექტებსა და საკონსულტაციო პროცესებში, ხოლო გარემოზე ზრუნვის და  მდგრადობის პრინციპები ინტეგრირებულია კომპანიის ბიზნესმოდელში, სტრატეგიულ დოკუმენტებსა და საოპერაციო პრაქტიკაში. 

პარალელურად, უკვე ერთი წელია კრისტალში მოქმედებს შიდა კამპანია — „მწვანე კრისტალი“, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგიისა და ქაღალდის მოხმარების შემცირებას, ნარჩენების გადამუშავებას და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას თანამშრომელთა შორის. 

2020 წელს კომპანიამ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კონკურსზე „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის’’, ერთ-ერთი საამაყო პროდუქტისთვის „მწვანე დაფინანსება“ ჯილდოც მიიღო. მზის ენერგიის გამოყენების გაფართოება ფილაილების მასშტაბით,  სწორედ კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და ღირებულებების გაგრძელებას წარმოადგენს. 

მომავალში  „კრისტალი“ მზის ენერგიის გამოყენების გაფართოებას სხვა ფილიალებშიც გეგმავს, რაც ეკოლოგიურად მდგრადი განვითარებისკენ მიმართული მისიის  გაგრძელება იქნება. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.