Search
ყველა შედეგი

„კრისტალის“ მომხმარებლებისთვის მომსახურებების მიღება კიდევ უფრო გამარტივდა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ მომხმარებლისთვის სერვისების მიღებას კიდევ უფრო ამარტივებს. ამიერიდან იპოთეკის მოხსნის რეგისტრაციისთვის მომხმარებლებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და იუსტიციის სახლებში ვიზიტი აღარ მოუწევთ და მათ ნაცვლად, საჭირო განაცხადებს „კრისტალი“ წარადგენს. შესაბამისი ბიზნესპროცესი უკვე დანერგილია და კომპანიის ფილიალებში წარმატებით ფუნქციონირებს.

ამ დრომდე უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნისთვის მომხმარებლები საჯარო რეესტრის ოფისებსა და იუსტიციის სახლებში თავად მიდიოდნენ. სიახლე კიდევ უფრო კომფორტულს ხდის, აჩქარებს, ამარტივებს და აუმჯობესებს „კრისტალის“ სერვისების მიღების პროცესს და ზოგავს მომხმარებლის დროსა და ენერგიას. 

„კრისტალი ყოველთვის ორიენტირებულია ბიზნესპროცესებისა და მომსახურებების გამარტივებასა და დახვეწაზე. ვფიქრობთ, რომ სიახლე არა მარტო ხელს შეუწყობს მომხმარებლებისთვის სერვისების უკეთესი ხარისხით მიწოდებას, არამედ თავად კომპანიის ბიზნესპროცესების ეფექტიანობაზეც დადებითად აისახება“, – აცხადებენ „კრისტალში“.

აღსანიშნავია, რომ ახალი მომსახურების პროექტი „კრისტალის“ შიდა სამოტივაციო  კონკურსის, „იდეების რალის“ ფარგლებში კრისტალის იურიდიული დეპარტამენტის ავტორობით შეიქმნა.  

კონკურსი, რომელიც „კრისტალმა“ წელს წამოიწყო, თანამშრომლების მიერ კომპანიის განვითარებისკენ მიმართული პროექტებისა და ინიციატივების წარდგენას გულისხმობს. კონკურსის მთავარი მიზნები, ინოვაციური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, სერვისების გამარტივება, კომპანიის წინსვლა და ამ პროცესებში თანამშრომლების ჩართულობის გაზრდაა.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.