Search
ყველა შედეგი

კრისტალის რისკების დირექტორმა გიგა მეგენეიშვილმა საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის კონფერენციაზე კრისტალის საბანკო ტრანსფორმაციაზე ისაუბრა

„კრისტალის“ რისკების დირექტორმა, გიგა მეგენეიშვილმა, მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) 27-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა პლენარული სესიის ფარგლებში მიიღო. სესიის თემა იყო „მიკროფინანსები საქართველოში: მდგრადობის მოდელი ცვალებად რეგიონში“. 

მან ღონისძიების სტუმრებს მიკროსაფინანსო ინსტიტუტიდან მიკრობანკად ტრანსფორმაციის პროცესი „კრისტალის“ მაგალითზე გააცნო.  დეტალურად განიხილა როგორც მარეგულირებელი, ისე ოპერაციული ცვლილებები, რომლებიც თან ახლდა ამ ეტაპს და ხაზი გაუსვა მიღებულ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს. 

საკუთარ გამოსვლაში გიგა მეგენეიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების მნიშვნელობაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც კრიტიკულია მიკრობანკის ფუნქციონირებისთვის დღევანდელ სწრაფად ცვლად გარემოში. 

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბისა და აქტუალური თემატიკის ღონისძიებას სწორედ საქართველო მასპინძლობს. სირთულეებით სავსე გარემოში,  განსაკუთრებული როლი აქვს გამოცდილებებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას, მომავალზე მსჯელობას და ხაზგასმას, რომ საფინანსო სფერო, რომელსაც უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, აუცილებელია დარჩეს მომხმარებელზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლიან და ღირებულებების ერთგულ სფეროდ“, – აღნიშნა გიგა მეგენეიშვილმა.  

გიგა მეგენეიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს  აქვს მიზანმართული ხედვა, რეგულატორის შესაბამისი ძლიერი მოთხოვნები, თუმცა ამავდროულად მმუდმივად მზად არის  მხარდაჭერისთვის და გამჭირვალე ურთიერთობებისთვის,  რაც ხელს უყობს ფინანსური სექტორის მდგრადობას.  

საერთაშორისო კონფერენცია „ცვლილებები, შოკები და გადაჭრის გზები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“ თბილისში 27-29 მაისს გაიმართა და „კრისტალი“ მისი  სპონსორი იყო. ღონისძიებას საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და ლიდერები მსოფლიოს 35-მდე ქვეყნიდან დაესწრნენ. მათ გეოპოლიტიკური ცვლილებების გლობალურ პერსპექტივებზე, სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს უზრუნველყოფასა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების დაფინანსების პრაქტიკულ სტრატეგიებზე იმსჯელეს.  

წლევანდელი კონფერენცია ქართული ეროვნული ვალუტის — ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება და მისი მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული ბანკია. 

საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის გლობალური კონფერენცია ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და „კრისტალი“ ამ ღონისძიებებში სისტემატურად მონაწილეობს. კომპანიის მენეჯმენტის წევრები მუდმივად ჩართულები არიან კონფერენციის მუშაობაში, უზიარებენ მის მონაწილეებს „კრისტალის“ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ცენტრის აქტიური წევრობისთვის სპეციალური ჯილდოც აქვს მიღებული. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.