Search
ყველა შედეგი

კრისტალისა და Moka United-ის პარტნიორობა ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის

მიკრობანკი კრისტალსა და Moka United-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმეტს ხელი კრისტალის კომერციულმა დირექტორმა მელანია კუჭუხიძე და Moka United -ის დირექტრმა, ნინო ჭედიამ მოაწერეს.

პარტნიორობა მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის გადახდების მიღების პროცესის გამარტივებასა და ოპტიმიზაციას. პლატფორმა უზრუნველყოფს გამოყენების სიმარტივეს, პრაქტიკულობასა და მოქნილობას, რაც ბიზნეს მომხმარებლებს ეხმარება ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებაში და ამავე დროს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საბოლოო მომხმარებლის გამოცდილებას. Moka United Georgia წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი მიერ ლიცენზირებულ ფინტექ კომპანიას და არის საერთაშორისო ბიზნეს ჯგუფის ნაწილი, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 6 ქვეყანაში. მისი ტექნოლოგიური პლატფორმები ორიენტირებულია გადახდების პროცესის დიჯიტალიზაციასა და მოქნილობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმოებისთვის.

როგორც კრისტალის კომერციული დირექტორი, მელანია კუჭუხიძე აღნიშნავს: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორობთან თანამშრომლობა, რომლებიც რეალურ ღირებულებას ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის. Moka United-თან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, ბიზნესებს შევთავაზოთ უფრო მარტივი, მოქნილი და თანამედროვე გადახდების მიღების მექანიზმები, რაც მათ ყოველდღიურ ოპერაციებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.“

„აღნიშული თანამშრომლობა მიკრობანკი კრისტალის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო აქტიურად აითვისონ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები და გადახდების მიღება სრულად გააციფრულონ. ბიზნეს სექტორისთვის ეს ნიშნავს აჩქარებულ პროცესებს, ეფექტიან და მომგებიან ბიზნეს მოდელს“- აცხადებს ნინო ჭედია, Moka United-ის დირექტორი.

თანამშრომლობა ეფუძნება იმ თანამედროვე მიდგომას, რომლის მიხედვითაც ფინანსური ინსტიტუტები და ფინტექ კომპანიები აერთიანებენ რესურსებსა და გამოცდილებას, რათა ბაზარზე წარადგინონ უფრო ინტეგრირებული და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებები. აღნიშნული პარტნიორობა სწორედ ამ ტენდენციის გამოხატულებაა და მიზნად ისახავს გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებას, პროცესების გამარტივებასა და სერვისის ხარისხის ზრდას საქართველოში. Moka United Georgia

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.