კრისტალმა ASN Microkredietfonds-ისგან (AMP) 1.2 მილიონი აშშ დოლარის სუბორდინირებული სესხი მიიღო
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ გრძელვადიანი პარტნიორისგან – „ტრიპლ ჯამპისგან“, რომელიც „ASN Microkredietfonds-ის სახელით მოქმედებს, 1.2 მილიონი აშშ დოლარის სუბორდინირებული სესხი მიიღო. რესურსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კრისტალის კაპიტალის გაძლიერებაში და საშუალებას მისცემს კომპანიას გაზარდოს საფიანანსო სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოში. მიღებული თანხა მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების დაფინანსებაზე.
კრისტალსა და ტრიპლ ჯამპს შორის პარტნიორობა 2016 წლიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ, მხარეებს შორის 10-მდე წარმატებული გარიგება შედგა. სუბორდინირებული სესხი კი ამ ტიპის პირველი ტრანზაქციაა, რაც კომპანიებს შორის მტკიცე და ეფექტურ პარტნიორობაზე მეტყველებს.
ილია რევია, სს მისო კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ ტრიპლ ჯამპთან გარიგება შედგა. სუბორდინირებული სესხი განამტკიცებს ჩვენი კაპიტალის პოზიციას და საშუალებას მოგვცემს გავაფართოოთ ჩვენი სერვისები საქართველოს მასშტაბით.“
თამარ ბასილაშვილი, ტრიპლ ჯამპის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი: „კრისტალი AMP-ისა და ტრიპლ ჯამპის დიდი ხნის პარტნიორია. გარიგება სრულად შეესაბამება ფონდის სტრატეგიას. ასევე, ტრიპლ ჯამპის მისიას, გაზარდოს გავლენა საქართველოში მიკროსაფინანსოებთან და ბანკებთან თანამშრომლობის გზით. კრისტალისათვის მხარდაჭერის გაწევით, AMP და ტრიპლ ჯამპი ხელს უწყობს დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე კლიენტებისთვის, მიკრო და მცირე ბიზნესისთვის, განსაკუთრებით, რეგიონებში. კრისტალის მისია და საქმიანობა სრულ თანხვედრაშია ფონდის მანდატთან. სუბორდინირებული სესხი მიზნად ისახავს კრისტალის კაპიტალიზაციის მხარდაჭერას მიკრობანკად ტრანსფორმაციის პროცესში.“
AMP-ის შესახებ: ASN Microkredietfonds 1998 წელს დაარსდა კომპანიების ASN Impact Investors-ისა და Oxfam Novib-ის მიერ. ფონდი საშუალებას აძლევს საცალო ინვესტორებს კაპიტალის დაბანდება განახორციელონ განვითარებად ქვეყნებში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტებში აქციების გამოშვების გზით, რომელთა ვაჭრობა შესაძლებელია ყოველდღიურად. ASN Microkredietfonds ინვესტირებას ახორციელებს აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში მოქმედ საფინანსო ორგანიზაციებში. ფონდი კომპანიებს სთავაზობს გრძელვადიან კაპიტალსა და ინვესტიციებს, ისევე როგორც სენიორ (senior) და სუბორდინირებულ სესხებს. 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ASN Microkredietfonds ევროპაში რეგისტრირებული პირველი მიკროსაფინანსო საინვესტიციო ფონდი გახდა.
კრისტალის შესახებ: „კრისტალი“ საქართველოში წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და ლიდერი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია. „კრისტალი“ მართავს 416.7 მილიონიან სასესხო პორტფელს. მის 50-მდე ფილიალში დასაქმებული თითქმის 1,000 თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე უნიკალურ მომხმარებელს ემსახურება. „კრისტალი“ ოპერირებს როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა და მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს მათზე მორგებულ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას აწვდის. „კრისტალი“ რეგიონში პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელმაც საერთაშორისო კომპანია Fitch Ratings-ის ფინანსური შეფასება მიიღო. 2018 წლის დეკემბერში, კრისტალი საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა – „მელიორა 2018“.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ საიტს: https://ir.crystal.ge/