Search
ყველა შედეგი

კრისტალმა აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაზე გენდერული ობლიგაციების თემა წარდგინა

„კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ ლუქსემბურგში, აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

ღონისძიება საფინანსო სექტორის მდგრადი დაფინანსების საკითხებს, აზიის განვითარების ბანკისა და მისი ევროპელი პარტნიორების თანამშრომლობას მიეძღვნა. მის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები და პანელური დისკუსიები, რომლებზეც წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა ფინანსური მდგრადობისა მიღწევების, გამოწვევებისა და განხორციელებული ინიციატივების შესახებ იმსჯელეს.  

ილია რევიამ მონაწილეებს „კრისტალის“ მიერ 2023 წელს საფონდო ბირჟაზე 25 მილიონი ლარის გენდერული ობლიგაციების განთავსების პროექტი გააცნო, რომელიც აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა. მან სამხრეთ კავკასიაში გენდერული ობლიგაციების გამოშვების პირველ პრეცედენტზე, სამხრეთ კავკასიის მის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა. აღსანიშნავია რომ საქართველოდან ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ერთადერთი მოწვეული პარტნიორი „კრისტალი“ იყო.  

„კრისტალის“ობლიგაციების მიზანია გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს. ობლიგაციები მიმართულია მეწარმე ქალებისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ, მათ მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და ეკონომიკური გაძლიერებისკენ.  

„მდგრადობა მთელ მსოფლიოში აქტუალური საკითხია, „კრისტალი“ კი ყოველთვის იყო მდგრადობის პრინციპების მხარდამჭერი. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის, აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე საშუალება მოგვეცა, ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა და სხვა ბიზნესორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკა და მაგალითები მოგვესმინა“, – აღნიშნა ილია რევიამ. 

აზიის განვითარების ბანკის ღონისძიება პროექტის „მომავლის დიალოგების“ ფარგლებში ჩატარდა.  

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.