კრისტალმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა
შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების გენერალური დირექტორის მოადგილე ქეითრინ მარში და ბანკის საინვესტიციო მიმართულების სპეციალისტები ესწრებოდნენ.
შეხვედრას კრისტალის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია ქობალია და ინვესტორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების დეპარტამენტის სპეციალისტი, გიორგი ბოდოკია უძღვებოდა.
შეხვედრის მთავარ თემას კრისტალის მხრიდან ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და ამ მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.
კრისტალის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალურად გაუზიარეს კომპანიის სოციალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული გამოცდილება, გამოწვევები და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებული პროექტები.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ კრისტალმა 25 მლნ ლარის მოცულობის ორწლიანი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მეტი ინფორმაცია გენდერული ობლიგაციების შესახებ იხილეთ ბმულზე