Search
ყველა შედეგი

კრისტალმა  BlueOrchard-ისგან 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ შვეიცარული საინვესტიციო ფონდისგან „BlueOrchard Finance“ 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი მიიღო, რომელიც კრისტალის მიერ საქართველოში  მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსური სერვისებით მხარდაჭერას მოხმარდება.

კრისტალსა და BlueOrchard-ს შორის თანამშრომლობა  2014 წლიდან იღებს დასაბამს და ამ დროის მანძილზე, კომპანიებს შორის არაერთი წარმატებული საინვესტიციო გარიგება განხორციელდა. ახალი საკრედიტო რესურსის გამოყოფა მტკიცე და ეფექტური პარტნიორობის ნათელი დასტურია, განსაკუთრებით, კრისტალის მიკრობანკად ტრანსფორმაციის კრიტიკულ ეტაპზე. ახალი რესურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებას, საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლიკვიდობის უზრუნველყოფას და მიზნობრივი ბიზნეს კონსულტაციების გაწევას.

მოხარულები ვართ, რომ BlueOrchard-სა კრისტალს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდა. აღნიშნული ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კრისტალის ლიკვიდობის პოზიციის შემდგომ გაძლიერებაში და მიმართული იქნება მიკრო და მცირე საწარმოების მხარდასაჭერად. ახალი რესურსი ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების სტაბილურობასა და  ეკონომიკურ გაჯანსაღებას,”- აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.

BlueOrchard-ის უფროსი საკრედიტო ოფიცერის  ნორმუნდს მიზისის თქმით :„მიკრო და მცირე მეწარმეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და გადამწყვეტი წვლილი შექვთ სიღარიბის დაძლევასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. საქართველოს MSME სექტორის მხარდაჭერის პროცესში, კრისტალი ჩვენთვის  მყარი პარტნიორია. მივესალმები ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას, რათა პოზიტიური წვლილი შევიტანოთ საქართველოს მოსახლეობის გაძლიერებაში.”

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.