Search
ყველა შედეგი

კრისტალმა და FMO-მ 15 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმეს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალმა” და ჰოლანდიის განვითარების ბანკმა FMO-მ ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესახებ.. აღნიშნული გარიგება კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს მხარეებს შორის არსებულ პარტნიორობას, რომელსაც საფუძველი 2017 წელს განხორციელებული პირველი ტრანზაქციით ჩაეყარა. 

ინვესტიცია ხაზს უსვამს FMO-ს ფოკუსს განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. კრისტალის მსგავსი კომპანიების მხარდაჭერით, FMO მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს ინკლუზიური ფინანსური სისტემების განვითარებაში. მიღებული რესურსი სრულად მოხმარდება კრისტალის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა საქართველოს მასშტაბით მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და ფერმერებს, მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებები შესთავაზოს.  

“მოხარულები ვართ, რომ ვაღრმავებთ პარტნიორობას FMO-სთან. ახალი 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი საშუალებას მისცემს კრისტალს ქვეყნის მასშტაბით მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ მეწარმეს გაუწიოს. ამას გარდა, FMO-ს მიერ გაზრდილი ტექნიკური დახმარება გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს  კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად,” -აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ილია რევია. 

როგორც FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების დეპარტამენტის დირექტორმა ხუან ხოსე დადა ორტიზმა აღნიშნა: “FMO-სთვის საამაყოა თანამშრომლობის გაძლიერება სს მისო “კრისტალთან,” საქართველოს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან. ახალი საკრედიტო რესურსის მეშვეობით, FMO ხელს შეუწყობს ქართველი მიკრო მეწარმეებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას, განსაკუთრებით, რეგიონებში. კრისტალის ინკლუზიური ჩართულობის მისია და ამ მხრივ მისი საქმიანობა სრულ თანხვედრაშია ჩვენს ამბიციასთან, მოვახდინოთ მნიშვნელოვანი გავლენა და გავაუმჯობესოთ ეკონომიკური მდგომარეობა მცირე ფერმერებისა და მეწარმეებისთვის რეგიონში.’’ 

FMO-ს შესახებ: 

FMO მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ჰოლანდიური ბანკია. ამბიციურ პროექტებსა და საწარმოებში ინვესტირებით, იგი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კერძო სექტორის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. FMO-ს სწამს, რომ ძლიერი კერძო სექტორი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის საწინდარია.  50+ წლიანი გამოცდილებით, FMO ხელს უწყობს მოსახლეობის გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. FMO-ს ძალისხმევა უმთავრესად მიმართულია  3 სექტორზე, რომლებიც განვითარების მხრივ მაღალი გავლენით გამოირჩევა, ესენია: საფინანსო, ენერგო და სოფლის მეურნეობა, საკვები და წყალი. 85 ქვეყნის მასშტაბით 12.5 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, FMO მსოფლიოს მასშტაბით განვითარების მიმართულებით მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.fmo.nl 

“კრისტალის” შესახებ: 

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ საქართველოში წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და აქტივების მიხედვით უმსხვილესი არასაბანკო ფინანსური დაწესებულებაა. იგი მართავს 483 მილიონიან სასესხო პორტფელს. 48 ფილიალში დასაქმებული 1,000-ზე მეტი თანამშრომლით, “კრისტალი” ქვეყნის მასშტაბით 104,000-ზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს ემსახურება. იგი ოპერირებს როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა და მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას აწვდის. „კრისტალი“ რეგიონში პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელმაც საერთაშორისო კომპანია Fitch Ratings-ის ფინანსური შეფასება მიიღო. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: https://ir.crystal.ge    

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.