Search
ყველა შედეგი

კრისტალმა ESG-ისა და მდგრადი დაფინანსების შესახებ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ ღონისძიებაზე „ESG და მდგრადი დაფინანსება“ — შესაძლებლობები და გამოწვევები“ , საკუთარი გამოცდილება წარადგინა. კომპანიის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხელ ჭელიძემ პანელურ დისკუსიაზე, „კრისტალის“ გამოცდილების, ასევე იმ მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა რომელსაც კომპანია 2018 წლიდან ღებულობს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან.  

„კრისტალისთვის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის პრინციპები, ფინანსური მდგრადობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ მიმართულებებით ვდგამთ, საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს კომპანიებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების გაცნობას. ასევე, ხაზს უსვამს მდგრადობის, როგორც ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორის მნიშვნელობას“, – აღნიშნავს მიხეილ ჭელიძე.  

ღონისძიება აუდიტორული კომპანია გრანდ ტორტონის, ევროპის ბიზნესასოციაციისა და პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიმდინარეობისას სპიკერებმა და სტუმრებმა კორპორაციული მდგრადობის განვითარების ტენდენციები და ის შედეგები განიხილეს, რომლებიც ბიზნესისთვის გაეროს მდგრადი განვითარების გეგმებისა და ESG-ის მიმართულებით არსებობს, იმსჯელეს მდგრადი განვითარების ფინანსურ შესაძლებლობებზე.  

ღონისძიების მიზანი ფინანსური მდგრადობის კუთხით საქართველოს კერძო სექტორში არსებული რეალობის გაუმჯობესება, ამ საკითხით რაც შეიძლება მეტი ახალი ბიზნესკომპანიის ჩართულობა და კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.  

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.