Search
ყველა შედეგი

„კრისტალმა“, responsAbility-თან პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ ხელი მოაწერა 10 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულებას რამდენიმე ფონდთან, რომლებსაც ორგანიზაციის გრძელვადიანი პარტნიორი, წამყვანი შვეიცარიული კომპანია responsAbility Investment AG (responsAbility) მართავს.  პარტნიორობის მიზანია,  საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში ხელი შეუწყოს კრისტალის პორტფელის ზრდას სოფლის მეურნეობის, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების მიმართულებებით. თანამშრომლობა მკაფიოდ ადასტურებს ფონდის მხრიდან “კრისტალის” მხარდაჭერას აღნიშნული მიზნის მიღწევაში.   

დაფინანსება რამდენიმე ტრანშადაა გამოყოფილი და  “კრისტალის” ლიკვიდობის საჭიროებებზეა მორგებული. GGSF ფონდიდან მიღებული 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბოლოო ტრანში გამოყენებული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებთვის (MSMEs) ან შესაბამისი სამომხმარებლო სესხებისთვის, რომელთა ფოკუსი განათლების, საცხოვრებლის, წყალმომარაგების და ჯანმრთელობის მხარდაჭერაა. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ ძირითადი დაფინანსების მინიმუმ 80% გამოიყოფა სამიზნე ჯგუფებზე, მათ შორის ქალ და მიკრო მეწარმეებზე. 

„მოხარულები ვართ, რომ ამ პარტნიორობის დახმარებით,  responsAbility-თან ურთიერთობა კიდევ უფრო განვამტკიცეთ. ეს გარიგება მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ორიენტირებულია ბიზნესში ქალთა და მიკრო მეწარმეთა გაძლიერებაზე. გასულ წელს გენდერული ობლიგაციების გამოშვების დროს მიღებული გამოცდილება დაეხმარება „კრისტალს“ ამ მიზნის წარმატებით მიღწევაში“ – აღნიშნა კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ. 

responAbility-ს შესახებ: 

responsAbility Investments AG ფულადი აქტივების მენეჯმენტის წამყვანი კომპანიაა, რომელიც  კერძო ბაზრის ინვესტიციებზე სამი მიმართულებითაა სპეციალიზებული. ეს მიმართულებები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესრულებას: ფინანსური ინკლუზიურობა, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის დასაფინანსებლად, კლიმატთან დაკავშირებული დაფინანსება, ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვის მიმართულების ხელშესაწყობად და მდგრადი სურსათი, მზარდი მოსახლეობისთვის მდგრადი საკვებით უზრუნველყოფისთვის. responsAbility-ის ყველა საინვესტიციო გადაწყვეტა ფინანსური შემოსავლების გარდა კონკრეტულ გაზომვად გავლენებზეა ფოკუსირებული. 2003 წლის შემდეგ responsAbility-ს გავლენის ინვესტიციების მიმართულებით 15.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. 2024 წლის ივნისის შედეგებით, კომპანიის 8 ოფისში დასაქმებული 270-ზე მეტი თანამშრომელი 70-მდე ქვეყნის დაახლოებით 280 პორტფელური კომპანიის 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს. 

„კრისტალის“ შესახებ: 

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ საქართველოში წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და, აქტივების მხრივ, უმსხვილესი არასაბანკო ფინანსური დაწესებულებაა. იგი მართავს 483 მილიონიან სასესხო პორტფელს. „კრისტალის“ 48 ფილიალში დასაქმებული 1,000-ზე მეტი თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით 104 ათასზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს ემსახურება. „კრისტალი“ ოპერირებს, როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა და მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას აწვდის. „კრისტალი“ რეგიონში პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელმაც საერთაშორისო კომპანია Fitch Ratings -ის ფინანსური შეფასება მიიღო. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://ir.crystal.ge 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.