"კრისტალმა" უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ომის შემდეგ ჩამოვიდნენ, ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და განვითარების მხარდასაჭერად სპეციალური პროდუქტები შესთავაზა.
მათ შორის პირველი ალინა პასტუხია- საიუველირო მაღაზია luxor.ge-ის დამფუძნებელი, რომელსაც “კრისტალის” დაფინანსება, საქმიანობის განვითარებაში ეხმარება. ცოტა ხნის წინ კი ალინამ, როგორც კომპანიის პირველმა უკრაინელმა მომხმარებელმა, “კრისტალისგან” საპატიო ჯილდო მიიღო.
ალინა საქართველოში პირველად 2018 წელს, ტურისტულად ჩამოვიდა. იმდენად მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა, დარჩენილიყო და საკუთარი ბიზნესი ამ ქვეყანაში წამოეწყო. 2020 წელს ალინამ ონლაინმაღაზია luxor.ge დააფუძნა და მომხმარებლებს განსხვავებული კონცეფციის, უმაღლესი ხარისხის საიუველირო ნაწარმი შესთავაზა. დაინტერესება და სამკაულების შეძენის მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა, ამიტომ მან ბათუმში შოურუმიც გახსნა.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ალინა სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა, თუმცა ამ რთული მდგომარეობის მიუხედავად, გადაწყვიტა, არ დანებებულიყო და განვითარება გაეგრძელებინა. ძალიან მალე ფეისბუქზე შემთხვევით „კრისტალის“ შეთავაზების შესახებ შეიტყო:კომპანია უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება ან განვითარება სურთ, ფინანსებზე მეტ ხელმისაწვდომობასა და სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობდა. დაინტერესების შემდეგ იგი დეტალების გასაცნობად ფილიალში მივიდა. ახლა ალინა პირველი მომხმარებელია, ვინც „კრისტალში“ სპეციალურად უკრაინელი ლტოლვილებისთვის შექმნილი პროდუქტით ისარგებლა, სრული დაფინანსება მიიღო და სულ მალე ბათუმში, მეორე მაღაზიასაც გახსნის.
„კრისტალი უკრაინელებს საშუალებას აძლევს, ამ რთულ ვითარებაში ადაპტაცია გაიარონ. მინდა, ვუსურვო მათ, არ დანებდნენ, მოერგონ რეალობას, გაძლიერდნენ და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყონ. კრისტალის პროდუქტები და მხარდაჭერა ამ რთულ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ალინა და სამომავლოდ საიუველირო მაღაზიის გახსნას თბილისშიც გეგმავს.