Search
ყველა შედეგი

"კრისტალში”  10+ წლიანთა კლუბი შეიქმნა.  კლუბმა ის თანამშრომლები გააერთიანა, რომლებიც უკვე 10 და მეტი წელია, კრისტალელის საამაყო სტატუსს ერთგულად ატარებენ.  

კლუბის შექმნის იდეა კომპანიისადმი  ლოიალურად განწყობილი თანამშრომლების სიმრავლემ განაპირობა: დღეს “კრისტალში” მუშაობის სულ მცირე 10-წლიანი გამოცდილება, 155 თანამშრომელს აქვს.   

კომპანიის მენეჯმენტის მიზანია, განსაკუთრებული სითბო, პატივისცემა და დაფასება გამოხატოს იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 10 წელზე მეტია, წარმატებებისა და გამოწვევების გზას კომპანიასთან ერთად, ერთგულად გადიან, ამ მიდგომით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ „კრისტალის“, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვაა. ამავდროულად, კლუბის საქმიანობა, მოტივაციისა და ლოიალობის საუკეთესო მაგალითი იქნება სხვა კრისტალელებისთვისაც. 

კლუბის პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში, შატო ვარციხეში შედგა. განსხვავებულ ამპლუაში წარმოდგენილა ჩვენი გუნდის წევრებმა, წამყვანების როლი ორგანულად მოირგეს და აღნიშნეს, რომ “კრისტალის” შესაძლებლობას იძლევა, საკუთარი თავი სხვადასხვა როლში გამოცადო და ახალი უნარები აღმოაჩინო, მცირე დეტალებსა და ნიუანსებში იგრძნო ის სახასიათო გუნდურობა და ურთიერთმხარდაჭერა, რომელიც კრისტალელებს მართლაც ყველასგან გამოარჩევს.  

ღონისძიებას მმართველი გუნდის წევრები ეწრებდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სტაჟიანი კრისტალელების ღვაწლს კომპანიის წარმატებულ საქმიანობაში, წამყვანებმა და თანამშრომლებმა კი მადლობა გადაუხადეს როგორც მათ, ისე ყველა იმ ადამიანს, ვინც კლუბის შექმნის იდეას დაუჭირა მხარი.   

2024 წლის მონაცემებით, 10-წლიანების კლუბში დაახლოებით 155 კრისტალელია გაწევრიანებული. ისინი წლების განმავლობაში კომპანიის თითოეულ მნიშვნელოვან მოვლენას, წინსვლასა და სირთულეს იზიარებდნენ, საუკეთესოდ იცნობენ “კრისტალს” და წარმოადგენენ მის დასაყრდენს, უფრთხილდებიან კორპორაციულ კულტურასა და ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები საკუთარ გამოცდილებას არა მარტო კომპანიის წარმატებისთვის, არამედ ახალგაზრდა კრისტალელებისთვის ცოდნის გასაზიარებლადაც იყენებენ და აქტიურად მონაწილეობენ ტრენერთა შიდა კლუბის საქმიანობაში. 

ღონისძიებაზე იყო  მეგობრული, თბილი გარემო, სასიამოვნო მუსიკა, სადღესასწაულო ტორტი და სპეციალური საჩუქრები, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით  გათამაშდა. განსაკუთრებით იღბლიანებმა სხვადასხვა ფასიანი საჩუქარი მოიგეს.  

დროსთან ერთად, კლუბს ახალი თანამშრომლებიც შეემატებიან.  

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.