კრისტალში შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდა
მაისი, შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!
კომპანიაში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ტარდება შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის მიზანია თანამშრომლებისთვის შიდა აუდიტის როლისა და მნიშვნელობის უკეთ გაცნობა, ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და ორგანიზაციაში გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და კარგი მმართველობის კულტურის გაძლიერება, ასევე იმ ღირებულების წარმოჩენა, რომელსაც შიდა აუდიტი ორგანიზაციის მდგრად განვითარებასა და ეფექტიან საქმიანობაში ქმნის.
შიდა აუდიტი კომპანიის მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს პროცესების გაუმჯობესებას, რისკების ეფექტიან მართვასა და ორგანიზაციული მიზნების მიღწევას. სწორედ ამიტომ, კრისტალში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას და შიდა აუდიტის ფუნქციის შესახებ სწორი აღქმის ჩამოყალიბებას.
წლევანდელი კამპანია გამოირჩეოდა ინტერაქტიული და თანამშრომლებზე ორიენტირებული ფორმატით. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ შიდა აუდიტის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს, მიეღოთ ინფორმაცია გუნდის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ, დასწრებოდნენ თემატურ შეხვედრებსა და დისკუსიებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სესიებს, ასევე უშუალო კომუნიკაცია ჰქონოდათ შიდა აუდიტის გუნდის წევრებთან.
ინიციატივამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეფექტიანი შიდა აუდიტი ეფუძნება ნდობას, თანამშრომლობასა და საერთო მიზნებისკენ სწრაფვას.
აღსანიშნავია, რომ კამპანია ყოველწლიურად მზარდი ჩართულობითა და გაუმჯობესებული შედეგებით გამოირჩევა, რაც თანამშრომლების ინტერესსა და ამ მიმართულებით ცნობიერების ზრდაზე მიუთითებს. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციაში ცოდნის გაზიარების, თანამშრომლობისა და საერთო კორპორაციული კულტურის განვითარების პროცესში.
კამპანია ღონისძიებით დასრულდა, სადაც მონაწილეებმა არაფორმალურ გარემოში შეაჯამეს წლევანდელი კამპანიის შედეგები. ამ ფორრმატის ღონისძიებამ ხელი შეუწო შიდა აუდიტის გუნდისა და თანამშრომლების კიდევ უფრო დაახლოებას, პროფესიის ირგვლივ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევასა და შიდა აუდიტორების განსხვავებული მხარის წარმოჩენას.
კრისტალი მომავალშიც გააგრძელებს ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, ცნობიერების ამაღლებასა და ძლიერი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ვულოცავთ შიდა აუდიტის გუნდს ამ პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში კამპანიის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, პროფესიულ წინსვლას და მნიშვნელოვან მიღწევებს კომპანიის განვითარებისთვის.