Search
ყველა შედეგი

ლიდერობის საერთაშორისო პროგრამა- Going Global Georgia დაიწყო

 „კრისტალ კონსალტინგისა“ და ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრის მიერ ორგანიზებული ლიდერობის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა – Going Global Georgia დაიწყო.  

29-30 აპრილს, თბილისი მარიოტში სასწავლო პროგრამის პირველი მოდულის შეხვედრები შედგა თემაზე – Self Leadership: Who I Am as a Leader, რომელსაც მოწვეული ესტონელი ექსპერტი, Signe Ventsel უძღვებოდა. შეხვედრებზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა ლიდერობის გამოწვევები, პერსონალური ბრენდინგის განვითარება, ხელმძღვანელობის სტილი, მათი ანალიზი და სხვ.  

პროგრამის გახსნას ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი თბილისში – პიტერ პალსი ესწრებოდა, რომელმაც ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდის მისიის შესახებ ისაუბრა. ღონისძიებაზე „კრისტალ კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა სასწავლო პროგრამა წარადგინეს, ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე და წარმატება უსურვეს მონაწილეებს.  

ტრენინგების პროცესის მიმდინარეობისას მონაწილეებს რეალური ქეისებისა და შეკითხვების განხილვის შესაძლებლობა მიეცათ. შეხვედრებმა მონაწილეთა მაღალი ჩართულობისა და დისკუსიების ფონზე ჩაიარა.  

სასწავლო პროგრამა ესტონელი ექსპერტების მიერაა შემუშავებული და კრიტიკული კომპეტენციების, ემოციური ინტელექტისა და კომუნიკაციების უნარების განვითარების შესახებ გლობალურ გამოცდილებას აერთიანებს. პროგრამის მონაწილეები ცოდნას თვითლიდერობის, გუნდის ლიდერობისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის მიმართულებებით მიიღებენ, შეისწავლიან მაღალი დონის გუნდების ჩამოყალიბებისა და სტრატეგიული ზრდის სტიმულირების პრინციპებს.  

სასწავლო პროგრამას 21  შერჩეული მონაწილე გაივლის, რომლებსაც გუნდის ლიდერობისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის მიმართლებებით აქვთ გამოცდილება.  

პროგრამის დასკვნით ეტაპზე კი მონაწილეებს შორის შეირჩევა 5 გამარჯვებული, რომლებიც ესტონეთში ხუთდღიანი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან და ლიდერთა პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.  

საჭირო ცოდნისა და ინსტრუმენტების გაზიარებით, პროგრამა მონაწილეებს სტრატეგიულ ზრდაში, ლიდერობის ჩვევების გამომუშავებასა და საქმიანობის გაფართოება-განვითარებაში დაეხმარება. 

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.