Search
ყველა შედეგი

გაიცანით „კრისტალის“ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის სპეციალისტი და მდგრადი ფინანსების სერტიფიცირებული ექსპერტი ლიკა სალუქვაძე.

„კრისტალი“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიაა და ამ პრინციპების მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ორგანიზაციაში დასაქმებული ქალების, მათი კომპეტენციების განვითარებისა და კარიერული წინსვლის  ხელშეწყობაა. ლიკა სალუქვაძის ისტორია სწორედ ამ მხარდაჭერის დასტურია.

ლიკა ჩვენს გუნდს 2016 წელს შემოუერთდა. სალარო ოპერაციების განყოფილების სარეზერვო თანამშრომელმა, დასავლეთ საქართველოს არაერთ ფილიალში იმუშავა. როგორც ის აღნიშნავს, ყველგან საერთო, „კრისტალური“ სამუშაო გარემო ხვდებოდა – კოლეგიალური, ჯანსაღი, მეგობრული, თუმცა ლიკასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ხელშეწყობა, რომელიც მან ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში „კრისტალის“ მხრიდან მიიღო: „პარალელურად არასამთავრობო სექტორში მკვლევრის პოზიციაზეც ვსაქმიანობდი და რამდენიმე კვირით უცხოეთში წასვლა მჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ კომპანიას, როგორც სარეზერვო თანამშრომელი, ზუსტად იმ პერიოდში ვჭირდებოდი. ბაკალავრის საფეხური ახალი დამთავრებული მქონდა და „კრისტალის“ გუნდთან შემოერთება სტაბილურ, პერსპექტიულ სამუშაო გარემოდ მესახებოდა. ვფიქრობდი, დიდი ხნით სამსახურის დატოვებას ვერ შევძლებდი, ამიტომ სასწავლო ვიზიტზე უარის თქმას ვაპირებდი. თუმცა, კოლეგებმა მხარი დამიჭირეს, ჩემი მოვალეობები გადაინაწილეს და საშუალება მომცეს, განვითარების დამატებით შესაძლებლობაზე უარი არ მეთქვა“, – იხსენებს ლიკა.

მალევე კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, ლიკას განსაკუთრებული მოტივაცია სათანადოდ დაეფასებინა და ხელი შეეწყო, რომ პროფესიული საქმიანობა ახალი კუთხით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გუნდში გაეგრძელებინა. 2018 წელს კომპანიაში ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულება – გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტი შეიქმნა. ლიკა ახლა ამ დეპარტამენტის CSR სპეციალისტია.

სულ ცოტა ხნის წინ მან,  „კრისტალის“ მხარდაჭერით, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის მდგრადი ფინანსების სერტიფიცირებული ექსპერტის კურსი სრული დაფინანსებით, წარმატებით გაიარა და ახლა „კრისტალს“ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებისა და მიდგომების დანერგვაში ეხმარება.

„6-თვიანი კურსი წარმატებით დავასრულე. ეს დიდ მოტივაციას, სტიმულს მაძლევს და  მეხმარება, არა მარტო ჩემი პროფესიული საქმიანობის ხარისხი გაუმჯობესდეს, არამედ მიღებული ცოდნა „კრისტალის“ მდგრადობაზე ორიენტირებულ საქმიანობასაც გამოადგეს“, – აღნიშნავს ლიკა. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
18 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი