Search
ყველა შედეგი

მიკრობანკი "კრისტალი" და Lib.ge აკადემია - განათლება აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისთვის, როგორც მომავლის გზა

აფხაზეთში განათლების სფეროში განხორციელებული ინიციატივები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის იქ მცხოვრები ბავშვების განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების მიმართულებით. სწორედ ამ მოტივით თანამშრომლობს მიკრობანკი „კრისტალი“ და Lib.ge აკადემია. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპი, რომელიც  აფხაზეთში მცხოვრები ბავშვების განათლების მხარდაჭერას გულისხმობდა.

სამი თვის განმავლობაში, გალის რაიონიდან 29 მოსწავლემ მიიღო შესაძლებლობა, ყოფილიყო თანამედროვე, მოქნილი და ინკლუზიური ონლაინ სწავლების ნაწილი. პროგრამა აერთიანებდა ქართული ზღაპრების, ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ინგლისური ენის სესიებს, საგნებს, რომლებიც ამ ბავშვებისთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ საკუთარ კულტურასთან, ენასთან და იდენტობასთან კავშირის გაძლიერებასაც ნიშნავდა. სასწავლო პროცესი სრულად იყო მორგებული მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე, რაც მათთვის სწავლას საინტერესო გამოცდილებად აქცევდა.

„კრისტალისა“ და Lib.ge აკადემიის პარტნიორობას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და მისი მთავარი მიზანი აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისთვის არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა გახდა. აღნიშნული პროგრამა მათთვის ცოდნასთან ერთად, ყურადღების, ზრუნვისა და მხარდაჭერის გზავნილიც აღმოჩნდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სამი თვის განმავლობაში არცერთ მოსწავლეს არცერთი ონლაინსესია არ გაუცდენია, რაც ბავშვების ინტერესის, პასუხისმგებლობისა და სწავლისადმი დიდი სურვილის ცხადი  გამოხატულებაა.

„კრისტალისთვის“ ეს თანამშრომლობა მომავალში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციაა – ინვესტიცია აფხაზეთში მცხოვრები ბავშვების ცოდნაში, განვითარებასა და იმ თაობაში, რომელიც განათლებითა და ღირებულებებით შეძლებს საზოგადოების და ქვეყნის გაძლიერებას“, – აღნიშნავენ მიკრობანკ „კრისტალში“.

„კრისტალისა“ და Lib.ge აკადემიის პარტნიორობა, აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეების განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, ახალქალაქში მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მხარდაჭერას, ასევე ემიგრანტი ქალებისა ფინანსური ცნობიერების ამაღლებასაც მოიცავს. თანამშრომლობის ფარგლებში ეს ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება როგორც ადამიანებზე, განათლებასა და უკეთეს მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ხედვის ნაწილი.

Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.