მიკრობანკი „კრისტალი“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა
მიკრობანკი „კრისტალი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) 10-წლიანი ერთგულებისა და ურყევი მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა. ტრადიციული კონფერენცია, რომელიც ამჯერად საიუბილეო იყო, საქართველოში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების 10-წლიან პროგრესს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას საქართველოში, რომელიც 2016 წელს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა და გენდერული თანასწორობის მისაღწევად ღირებული ინიციატივების განხორციელება დაიწყო. დაჯილდოების მნიშვნელოვან ფაქტორს სწორედ ეს გარემოება იყო: კომპანიამ ქალთა გაძლიერებისთვის ნაბიჯები ჯერ კიდევ მაშინ გადადგა, როცა გენდერული თანასწორობის მიღწევაში ბიზნესის მნიშვნელოვან როლზე საუბარი მხოლოდ იწყებოდა.
2016 წლიდან დღემდე “კრისტალმა” ქალთა გაძლიერებისთვის ორგანიზაციის შიგნით თუ მის მიღმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ სწორედ “კრისტალი” იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, 2023 წლის თებერვალში 25 მილიონი ლარის მოცულობის პირველი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები. გამოუშვა. ინიციატივა მიზნად მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას წარმოადგენდა.
კომპანიის მიერ ქალთა გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათთვის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, მნიშვნელოვანი ცოდნისა და საჭირო გამოცდილების გაზიარებაც. “კრისტალმა“ 2020-2024 წლებში, პროექტ Buzz Georgia-ს ფარგლებში, პიროვნული, სამეწარმეო და ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგების გავლის საშუალება 4,700 ქალს მისცა. ამას გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, არაერთმა ქალმა საკონსულტაციო სერვისებითა და მენტორინგით სარგებლობა შეძლო.
ქალთა გაძლიერების მიმართულებით დაგროვილ ღირებულ გამოცდილებასა და პრაქტიკას მიკრობანკი “კრისტალი” სამომავლო ახალი ინიციატივებისთვის გამოიყენებს.