მიკრობანკი "კრისტალი" ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება
მიკრობანკი „კრისტალი“ ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას ქალთა გაძლიერების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ მიზნად რჩება.
„კრისტალი“ 2016 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ამ კუთხით როგორც კომპანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა მიმართულებით არაერთ ინიციატივას ახორციელებს. მათ შორის აღსანიშნავია ქალებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები მეწარმეებისთვის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და იმ ბარიერების შემცირება, რომლებსაც ისინი ფინანსებზე წვდომის თვალსაზრისით აწყდებიან.
სწორედ “კრისტალი” იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, 2023 წელს 25 მილიონი ლარის მოცულობის პირველი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები გამოუშვა. ინიციატივა მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
კრისტალში ქალთა გაძლიერების სტრატეგიული საქმიანობა და პროექტების გავლენა გაზომვად შედეგებში აისახება:
- 2020 წლიდან დღემდე „კრისტალის“ ქალთა ეკონომიკური, სამეწარმეო და პიროვნული გაძლიერების პროგრამამ Buzz Georgia 6 200-ზე მეტ ქალს მისცა ფინანსური განათლების, სამეწარმეო უნარებისა და პიროვნული გაძლიერების შესაძლებლობა 5C მოდელის ფარგლებში (Cash, Care, Confidence, Climate, Community); შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, არაერთმა ქალმა საკონსულტაციო სერვისებითა და მენტორინგით სარგებლობა შეძლო.
- 2025 წელს დაიწყო და გრძელდება ინიციატივა LIB.GE აკადემიასთან ერთად ემიგრანტი ქალებისთვის, რომელიც მათი ფინანსური ცნობიერების ამაღლებასა და სამეწარმეო უნარების გაძლიერებას ემსახურება.
- 5C-ის მოდელის გამოყენებით, ფონდ “ბილივთან” პარტნიორობით, ქალაქ ფოთში განხორციელებულ პროექტში 50-მდე სკოლის მოსწავლე გოგო ჩაერთო მეწარმეობისა და ლიდერობის ტრენინგებში;
- კრისტალი MAC Georgia-სთან პარტნიორობით, ახალგაზრდა სტუდენტ გოგონებს ეხმარება სრულფასოვანი უმაღლეის განათლების მიღებაში;
- კრისტალი მხარს უჭერს ახალგაზრდა ძალოსან ქალ სპორტსმენს – ნანა ხორავას (U20 ევროპის ვიცე-ჩემპიონი), როგორც ქალთა გაძლიერების პოზიტიურ მაგალითს ქალების მცირედ წარმომადგებლობით სპორტის სახეობაში.
საგულისხმოა, რომ, გარე პროექტების პარალელურად, “კრისტალი” კომპანიის შიგნითაც მუდმივად ზრუნავს ჯანსაღი, თანასწორი და მხარდამჭერი გარემოს შექმნაზე, რათა ქალებს საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზებისთვის, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობა ჰქონდეთ. ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც “კრისტალში” დასაქმებული ქალები კომპანიის წარმატებაში ასრულებენ, დაფასებული და აღიარებულია. ეს მიდგომა აისახება სტატისტიკაზეც: “კრისტალში” დასაქმებული 1041 თანამშრომლიდან 68% ქალია, მენეჯერული პოზიციების 45%-ს კი სწორედ ისინი იკავებენ.
„8 მარტი არის დღე, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვისაუბროთ წვლილზე, რომელიც ქალებს თავიანთი ოჯახების, საზოგადოებისა და მთელი ქვეყნის უკეთესი აწმყოსა თუ მომავლის შექმნაში შეაქვთ. ქალები, მათ შორის ჩვენი მომხმარებლები თუ კომპანიაში დასაქმებულები, თავიანთი შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობითა და გამბედაობით სამაგალითოები არიან და „კრისტალი“ მათ მხარდაჭერას კვლავაც ურყევად გააგრძელებს “, – აღნიშნავენ კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია.
აღსანიშნავია, რომ ქალთა გაძლიერების მიმართულებით „კრისტალს“ არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო და აღიარება აქვს მიღებული:
- 2016 წელს კომპანიამ საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს და გენდერული თანასწორობის მისაღწევად ღირებული ინიციატივების განხორციელება დაიწყო. ამ პრინციპების ურყევი მხარდაჭერისთვის, “კრისტალს” 2025 წლის ბოლოს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სპეციალური ჯილდოც გადასცა.
- Gender and Green Innovation Awards 2025 – „კრისტალი“ მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ მონაწილე ორგანიზაციას შორის 10 საუკეთესო კომპანიაში დასახელდა. კონკურსი ორგანიზებული იყო ADB/აზიის განვითარების ბანკისა და CAREC-ის მიერ.