Search
ყველა შედეგი

მიკრობანკი “კრისტალი” საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის კონფერენციის მხარდამჭერია

„კრისტალის“ მხარდაჭერით, 27-29 მაისს საქართველო საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) 27-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება „ცვლილებები, შოკები და გადაჭრის გზები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“, თბილისში პირველად იმართება და „კრისტალი“ მისი სპონსორია.  

საერთაშორისო კონფერენციას საფინანსო სექტორის 400 წარმომადგენელი მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან დაესწრება.  

საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის გლობალური კონფერენცია ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და „კრისტალი“ ამ ღონისძიებებში სისტემატურად მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ცენტრის აქტიური წევრობისთვის სპეციალური ჯილდოც აქვს მიღებული, „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე კი  2021 წლიდან საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარეა.  

„ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მიკროსაფინანსო სფეროში ოპერირებენ, საერთაშორისო კონფერენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. საქართველოში მისი ჩატარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური  პოტენციალის წარმოჩენას, საუკეთესო პრაქტიკების და გამოცდილების გაზიარებას, ახალი პროექტების განსახორციელებლად ძლიერი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერასა და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებას”, – აცხადებს “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე. 

კონფერენციის მონაწილეები გეოპოლიტიკური ცვლილებების გლობალურ პერსპექტივებზე, სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს უზრუნველყოფასა და საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსების პრაქტიკულ სტრატეგიებზე იმსჯელებენ. ღონისძიების მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდება ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ხელს უწყობს სექტორის უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას.  

წლევანდელი კონფერენცია ქართული ეროვნული ვალუტის — ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება და მისი მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული ბანკია. 

მიკროსაფინანსო ცენტრი გამოცდილი, მაღალი სანდოობისა და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს 140 წევრ ორგანიზაციას 36 ქვეყნიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის ემსახურება ორ მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან ომხმარებელს  და მხარს უჭერს პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და მდგრად ფინანსებს ადვოკატირების გზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, ციფრული ტრანსფორმაციით, მწვანე ფინანსებითა და ESG-ს ხელშეწყობით. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.