მიკრობანკი კრისტალის და გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მდგრადი განვითარების ისტორია
ოქტომბრის თვეში გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც „კრისტალი“ ამ ქსელის წევრია, მდგრადი განვითარების მიზნები ჩვენთვის ბიზნესმოდელის, კორპორაციული პასუხისმგებლობის, მდგრადობისა და სტრატეგიული განვითარების განუყოფელია ნაწილია.
ამ მიზნების მხარდასაჭერად, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ
· სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველებმა გამოვუშვით ქალებისთვის განკუთვნილი 15 მილიონი ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები, რომლის დახმარებითაც ათასობით ქალს ეკონომიკური განვითარებისა და კაპიტალზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა მივეცით.
· USAID Georgia-სა და Buzz Women Global-თან ერთად განხორციელებულმა კრისტალის ქალთა გაძლიერების flagship პროექტმა ბაზ ჯორჯიამ (Buzz Georgia) კი 2020 წლიდან დღემდე, მთელი საქართველოს მასშტაბით 4,500-ზე მეტ მეწარმე ქალს შეუწყო ხელი, რომ პიროვნული განვითარებისთვის საჭირო უნარები და სასარგებლო სამეწარმეო-ფინანსური ცოდნა, კონსულტაცია და ინსტრუმენტები მიეღო.
· ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში, ახალგაზრდებს ეკონომიკური და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში დავეხმარეთ. პროექტი სამეწარმეო საქმიანობების დაწყების მოტივირებას, საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურებოდა.
· გარემოს დაცვისა და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად, შევქმენით „მწვანე დაფინანსება“, რომელიც ეკომეგობრული და გარემოსთვის ნაკლებად საზიანო პროდუქტების დაფინანსებას ითვალისწინებს. „მწვანე დაფინანსება“ MFC-იმ 2021 წელს 5 საუკეთესო ინიციატივას შორის დაასახელა.
· კომპანიის შიგნითაც მუდმივად ვცდილობთ ელექტროენერგიისა და ქაღალდის გამოყენების დაზოგვას და მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემას, თანამშრომლებისთვის ენერგოეფექტური გარემოსა და ეკომეგობრული ქცევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამ მიმართულებებით განხორციელებულ ინიციატივებს თავი ერთ პროექტად “უფრო მწვანე კრისტალი” მოვუყარეთ და გვიახარია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამაში ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ გავიმარჯვეთ. მწვანე პროდუქტებისა და სხვა მიზნობრივი რესურსების კოორდინატორმა, ანა გეწაძემ და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სპეციალისტმა, ლიკა სალუქვაძემ კი ეს პროექტი გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულზე წარადგინეს.
ვამაყობთ, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ ინიციატივებს აღიარებაც მოჰყვა. “კრისტალმა” კორპორაციული მდგრადობის ჯილდო სამჯერ, სამ სხვადასხვა ნომინაციაში მიიღო:
· 2019 წელს კატეგორიაში „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება“ (SDG 5)
· 2020 წელს კატეგორიაში „გონივრული მოხმარება და წარმოება“ (SDG 12)
· 2023 წელს კატეგორიაში “შემცირებული უთანასწორობა” (SDG 10)