Search
ყველა შედეგი

მიკრობანკმა “კრისტალმა” ახალი სარეიტინგო სააგენტოსგან SCOPE Ratings B+/სტაბილური საკრედიტო შეფასება მიიღო

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ SCOPE Ratings-მა მიკრობანკ კრისტალს B+/სტაბილური საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა, რითაც დაადასტურა მისი, როგორც საქართველოს უმსხვილესი მიკრობანკის პოზიციონირება, ფოკუსით მიკროდაკრედიტებაზე, სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე.  

მიკრობანკმა კრისტალმა საკრედიტო შეფასების მიმართულებით პარტნიორობა სააგენტო SCOPE Ratings-თან დაიწყო, რაც კრისტალის ინსტიტუციური განვითარების გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.   

გადაწყვეტილება SCOPE Ratings-თან თანამშრომლობის დაწყების შესახებ, რომელიც  კრისტალის მიკრობანკად წარმატებულ ტრანსფორმაციას მოჰყვა, ნათლად გამოხატავს კომპანიის სწრაფვას მის სტრატეგიაში ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები შეიტანოს და ბაზრის უფრო სიღრმისეულ ცოდნას დაეყრდნოს. 

რეიტინგი აჩვენებს კრისტალის მყარ შემოსავლიანობას, სანდო აქტივების ხარისხსა და სტაბილურ ლიკვიდობას, რაც განპირობებულია მჭიდროდ ორგანიზებული რისკების მართვითა და წამყვანი ინსტიტუციური აქციონერების ზედამხედველობით.  

Scope ხაზს უსვამს კრისტალის მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალს მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ და ადასტურებს მის პოზიციას, როგორც მდგრადი, მომავალზე ორიენტირებული და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი საქართველოს ფინანსურ სექტორში. 

SCOPE Ratings, წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო, განვითარებად ბაზრებზე ფინანსური ინსტიტუტების შეფასების დიდი გამოცდილებით გამოირჩევა. მისი მზარდი საქმიანობა საქართველოს მიკროსაბანკო სექტორში კიდევ უფრო ამყარებს კრისტალის ხედვას, ითანამშრომლოს პარტნიორთან, რომელსაც გლობალურ სტანდარტებთან ერთად, ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეული ცოდნა აქვს.  

Microbank Crystal Appoints SCOPE Ratings as New Credit Rating Agency and Obtains B+/Stable Rating 

Microbank Crystal has appointed Scope Ratings GmbH as its new credit rating agency, marking the next step in the company’s institutional development. As a result, we are glad to confirm that SCOPE Ratings has assigned B+/Stable credit rating to Microbank Crystal reflecting its position as Georgia’s largest microbank, specializing in microcredit, agricultural, and SME.  

The decision to receive rating from SCOPE Ratings follows Crystal’s successful transformation into a microbank and reflects its commitment to bringing fresh perspectives, new opportunities, and deeper market insights to its strategy. 

The rating underscores Crystal’s strong earnings performance, sound asset quality, and solid liquidity, all supported by disciplined risk management and the oversight of leading institutional shareholders. Scope further highlights the bank’s significant growth potential following its transition to a fully licensed microbank, reaffirming Crystal’s position as a resilient, forward-looking, and socially responsible institution in Georgia’s financial sector. 

SCOPE Ratings, a leading European credit rating agency, has extensive experience assessing financial institutions in emerging markets. Its growing presence in the Georgian microbank sector further supports Crystal’s vision of aligning with a partner that combines global standards with a strong understanding of the local market. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.