Search
ყველა შედეგი

პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი

26-27 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

საქართველოში მოქმედ სხვა კომპანიებთან ერთად,  ღონისძიებას ფიანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიების თემას „უნივერსიტეტების მესამე მისია: ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენდა.

ფორუმი ბიზნესის, მთავრობის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს აერთიანდებდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აქტიურად მუშაობს ადამიანური კაპიტალის მომზადების გზით, ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობასა და სტუდენტებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიცემაზე.

ამ მიზნით უნივერსტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესთან და უზრუნველყოფს  სტუდენტების ჩართვას კერძო-საჯარო სექტორისა და დამსაქმებლების დახმარებით შემუშავებულ სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში.

შესაბამისად, კრისტალისა და KIU უნივერსტეტის თანამშრომლობა და სხვადასხვა ერთობლივი აქტოვობები დაეხმარება ამ პროგრამების სრულყოფილად რეალიზებაში, ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტების მიღება კი  მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

KIU თავისი სამეწარმეო სტრატეგიითა და საქმიანობით, ცდილობს წვლილი შეიტანოს მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოში, დაუკავშიროს ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაცია, ინდუსტრია, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სექტორი, განიხილოს ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონის ჭრილში და აქციოს ქუთაისი და, მთლიანად, რეგიონი ინოვაციების ჰაბად.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.