Search
ყველა შედეგი

სიახლეები

10 თებერვალი, 2023 - გალტ & თაგარტის მხარდაჭერით და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განხორციელებული ინვესტიციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსა. ეს არის პირველი შემთხვევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და საქართველოში, როდესაც საფონდო ბირჟაზე გენდერული ობლიგაციების ჩაშვება განხორციელდა. Crystal-ის გენდერული ობლიგაციები სოციალურ ხასიათს ატარებს და მის მიზანს გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ობლიგაციები მიმართულია ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისკენ.

კრისტალმა  BlueOrchard-ისგან 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ შვეიცარული საინვესტიციო ფონდისგან „BlueOrchard Finance“ 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი მიიღო, რომელიც კრისტალის მიერ საქართველოში  მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსური სერვისებით მხარდაჭერას მოხმარდება.

„კრისტალი” სამუშაო ადგილზე მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პროექტს უერთდება

თანასწორობა და მრავალფეროვნება ღირსეული სამუშაო გარემოს აუცილებელი წინაპირობაა და მის შექმნაში ბიზნესს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სწორედ ამ თემას მიეძღვნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც  ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ თბილისში უკვე მეხუთედ ჩატარდა. 

კრისტალ კონსალტინგის ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის სისტემა GITI 2022-ის გამარჯვებულია

„კრისტალის“ შვილობილი კომპანიის, „კრისტალ კონსალტინგის“ მიერ შექმნილი ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის სისტემა Crystal ERP და POS, კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონკურსის GITI 2022-ის გამარჯვებულია. სისტემა წლის საუკეთესო კომპლექსურ ბიზნესგადაწყვეტილებად დასახელდა.

„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. საბჭოს 3 ახალი წევრი - გიორგი არველაძე, მატანგი გოვრიშანკარი და რობერტ სკოტ კოსმანი შემოუერთდა.

„კრისტალის“ მომხმარებლებისთვის მომსახურებების მიღება კიდევ უფრო გამარტივდა

„კრისტალი“ მომხმარებლისთვის სერვისების მიღებას კიდევ უფრო ამარტივებს. ამიერიდან იპოთეკის მოხსნის რეგისტრაციისთვის მომხმარებლებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და იუსტიციის სახლებში ვიზიტი აღარ მოუწევთ

ახალი საინვესტიციო პროდუქტი „მონეტა“ და ყველაზე მაღალი სარგებელი „კრისტალისგან“

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" მომხმარებლებს სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს, "მონეტას" სთავაზობს.  "მონეტა" საინვესტიციო მექანიზმია, რომლის მთავარი უპირატესობა  სანდოობა და ლარში ყველაზე მაღალი  - 14%-მდე სარგებელია.

კრისტალმა და Symbiotics Investments-მა 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სოციალური ობლიგაციები გამოუშვეს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ და Symbiotics Investments-მა ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გააღარმავეს და 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სოციალური ობლიგაციები გამოუშვეს. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
18 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი